არჩევნები 2021

მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატი სცემეს

მმართველი პარტიის წევრი ზაურ დარგალი ირწმუნება, რომ მათ კანდიდატს ფიზიკურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გაუსწორდა, ოპოზიციურ პარტიაში კი აცხადებენ, რომ მათ თავს „ქართული ოცნების“ წევრები დაესხნენ.
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. მარნეულის სოფელ სადახლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი როვშან ისკანდაროვი სცემეს, იუწყება „პირველი არხი“.
აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, რომელმაც მომხდარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო მორიგი პროვოკაციები. „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერმა ლაშა ქველაძემ დღეს სოფელ სადახლოში სხეულის დაზიანება მიაყენა ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელმაც კანონის ფარგლებში მოუწოდა მას, რომ საღებავებით არ დაეწერა სკოლის კედელზე წარწერა – „მიშა ჩამოდი, ხმა მიეცით „ნაციონალურ მოძრაობას“. მოწოდების შემდეგ მოხდა დაპირისპირება“, – განაცხადა დარგალმა.
დარგალის თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაზიანებები გულმკერდისა და სახის არეში აქვს მიყენებული.
როვშან ისკანდაროვი „ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
არჩევნები 2021
ირაკლი ღარიბაშვილი – არჩევნები ღია და თავისუფალი იქნება
ინციდენტთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები მათ თავად დაესხნენ თავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ქველაძე მარნეულის პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც სამართალდამცველებს ჩვენება მისცა.
საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.