არჩევნები 2021

ირაკლი ღარიბაშვილი – არჩევნები ღია და თავისუფალი იქნება

საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ექვსი არჩევნები ჩაატარა, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეფასდა როგორც თავისუფალი და დემოკრატიული, აღნიშნა პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად საქართველო ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
არჩევნები 2021
ადგილობრივ არჩევნებს ევროპარლამენტის დელეგაციაც დააკვირდება
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ ექვსი არჩევნები ჩაატარა, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეფასდა როგორც თავისუფალი და დემოკრატიული.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს პარტნიორების ინტერესს, მხარდაჭერას და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის პროცესში ჩართულობას.
მთავრობის მეთაურმა NDI-ს და IRI-ს წარმომადგენლებს პანდემიის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემის შემდგომი გაუმჯობესების პროცესში შეტანილი მათი წვლილი დასაფასებელია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა უსაფრთხო არჩევნების ჩატარებას ყველა წესის დაცვით უზრუნველყოფს, როგორც ეს გასულ წელს მოხდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კოვიდ-უსაფრთხოებისთვის: არჩევნების დღეს საოლქო კომისიებში სწრაფი ტესტირებები ჩატარდება
არჩევნებამდე ორი დღე რჩება. თვითმმართველი ორგანოების არჩევნები შაბათს, 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, რეგისტრაცია გაიარა 88 ადგილობრივმა და 52-მა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან (IRI) არჩევნებს 24 დამკვირვებელი დააკვირდება, ხოლო „საერთაშორისო საქმეთა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტიდან" (NDI) – 9 დამკვირვებელი.