საქართველო უმასპინძლებს სამხედრო წვრთნას Еternity-2021

საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდება სწავლება, რომლის მიზანიც სხვადასხვა ეკონომიკური პროექტის უსაფრთხოების დაცვის სფეროში წვრთნების მონაწილეთა უნარ-ჩვევების გაღრმავებაა
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. საქართველო უმასპინძლებს სამმხრივ სამეთაურო-საშტაბო წვრთნას Еternity-2021-ს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვის ძალები და თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
Еternity-ის წვრთნები 2000 წლიდან ტარდება. ქვეყნები როტაციის პრინციპით რიგრიგობით მასპინძლობენ სწავლებას თავიანთ ტერიტორიებზე. ბოლოს საქართველომ წვრთნაში მონაწილეობა 2018 წელს მიიღო.
საქართველომ და აზერბაიჯანმა ხუთი ხელშეკრულება გააფორმეს
წვრთნები 4-8 ოქტომბერს ჩატარდება და მიმართული იქნება სამი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ეკონომიური პროექტების უსაფრთხოების დაცვის სფეროში მონაწილეთა უნარ-ჩვევების გაღრმავებისკენ, მათი ოპერატიული, სასწავლო და ანალიტიკური უნარების განვითარებისკენ.
საქართველო და აზერბაიჯანი მონაწილეობენ მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტებში - ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.
რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსი - სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს აერთიანებს. მისი საერთო სიგრძე 826 კილომეტრია.
რას განიხილავენ ბაქოში ქართულ–აზერბაიჯანული კომისიის სხდომაზე
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი არის მილსადენი, რომელიც განკუთვნილია კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებისთვის თურქეთის პორტ ჯეიჰანში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. მთლიანი მილსადენის ოფიციალური გახსნა 2006 წლის 13 ივლისს ჯეიჰანში გაიმართა.
სამხრეთის გაზის დერეფანი (SGC) არის მილსადენების სისტემა, რომლის საშუალებით უნდა განხორციელდეს პროექტ „შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის ფარგლებში მოპოვებული აზერბაიჯანული გაზის გადაქაჩვა თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში.