COVID-19 - ბოლო ცნობები

განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში: გამყრელიძის პროგნოზი

რთული ეპიდვითარების გამო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება შესაძლებელია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, პედაგოგებისთვის მთავარი რეკომენდაცია კვლავ ვაქცინაციაა.
„მინდა, დიდი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს. იმისთვის რომ სკოლა იყოს უსაფრთხო, თავად ოჯახი უნდა იყოს უსაფრთხო და აცრილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რამდენი მასწავლებელი აიცრა საქართველოში
გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ. როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი ახლა ვაქცინაციის პროცესის გაფართოება და მეტად გააქტიურებაა.
„რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით ნაკლები იქნება სიკვდილიანობა. ბოლო ერთი კვირაა, აცრის მაჩვენებელი სერიოზულად მცირდება. თუ აქამდე მოსახლეობა აქტიურობდა და თვითონ მოდიოდა ამცრელ პუნქტებში, ახლა პირიქით, უფრო აქტიურად ამცრელი პუნქტები უნდა მივიტანოთ მოსახლეობასთან“, - განაცხადა გამყრელიძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ტიკარაძე: Pfizer-ის ვარგისიანობის ვადა გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების 65% ვაქცინირებულია. სპეციალისტების განცხადებით, საჭიროა ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს.
26 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია1.742.547 აცრა. ამ ეტაპზე თუნდაც ერთი დოზით აცრილია 970.307 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 34,2%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 772.240 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 27%.
25 სექტემბერს აიცრა 12.402 ადამიანი.