მსოფლიო დღეს

პესკოვი: შტატების სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დიალოგის იმედს ხაზს გადაუსვამს

აშშ-ში ანტირუსული სანქციების გამკაცრებაზე დაიწყეს ლაპარაკი.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. კრემლში მიიჩნევენ, რომ აშშ-ის კონგრესმენების იდეები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების თაობაზე ხაზს გადაუსვამს ჟენევაში სამიტის განწყობას და დიალოგის აღდგენის იმედს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათს თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ბიუჯეტში, კერძოდ, ჩართულია შესწორებები რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ, რუსეთის რიგი ოფიციალური პირების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების, ასევე გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი საქნციების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტს შესთავაზეს, რომ შესწორებები მიიღოს კანონპროექტის საბოლოო მიღებიდან 15 დღეში.
მსოფლიო დღეს
ამერიკელების მოწოდება: „დამანგრეველი“ ეწოდოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მხარდაჭერას
„ალბათ ჩვენი საქმე არ არის, რაღაც პროგნოზები ავაგოთ. ცხადია, რომ ამერიკელი კონგრესმენების სხვადასხვა სანქციური მისწრაფება არ სუსტდება, მაგრამ ამ კანონპროექტს კიდევ რამდენიმე ოპერაცია დასჭირდება, შემდეგ დადგება საკითხი: გაითვალისწინებს თუ არა ადმინისტრაცია ამ რეკომენდაციებს. მხედველობაში მაქვს სანქციები. ერთად ვიხილავთ. მანამდე ვერაფერს ვიტყვით“, – განაცხადა პესკოვმა.
იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი სანქციების პაკეტს მიიღებს, ეს „ჩვენი ურთიერთობების განვითარების ყველაზე უარესი სცენარი იქნება“, აღნიშნა პესკოვმა.
„რა თქმა უნდა, ეს არსებითად გადაუსვამდა ხაზს ჟენევის განწყობას და იმ მცირე იმედსაც კი, რომელიც რამე სუბსტანციური დიალოგის აღდგენაზე არსებობს, რომელიც ჟენევის შემდეგ გაჩნდა“, – განაცხადა პესკოვმა.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის სამიტი ჟენევაში ივნისში გაიმართა.