მსოფლიო დღეს

სირია თურქეთისგან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს

საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარი უნდა დაუჭიროს სირიის ძალისხმევას „თურქეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების“ გათავისუფლების საკითხში, განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. სირიის ხელისუფლებამ თურქეთს რესპუბლიკის ჩრდილოეთ პროვინციების ტერიტორიებიდან თავისი ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა მოსთხოვა, განუცხადა РИА Новости-ს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ მიკდადმა.
ასეთი კომენტარი მან იდლიბის პროვინციაში დაძაბულობის ესკალაციის თაობაზე გააკეთა.

„მიმაჩნია, რომ თურქეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ჯარი. საერთაშორისო თანამეგობრობამ, თავის მხრივ, მხარი უნდა დაუჭიროს სირიის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ჩრდილოეთში ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისკენ“, – აღნიშნა მიკდადმა.

დიპლომატის აზრით, ამ ესკალაციის მთავარი მიზეზი „თურქულ ოკუპაციაში, ასევე იმ მხარდაჭერაშია, რომელსაც ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებებს უწევს“.
გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში გეირ პედერსენმა აგვისტოში განაცხადა, რომ სირიის ზოგიერთ რაიონში ვითარება უშიშროების სფეროში გაუარესდა და შეიარაღებული კონფლიქტი გამწვავდა. განსაკუთრებული ყურადღება მან იდლიბზე გაამახვილა. მისი თქმით, ასეთი ინტენსიური შეტაკებები ამ რაიონში 2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული არ მომხდარა.