COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვაქცინირებულია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებიAstraZeneca-ს, Pfizer, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით აიცრნენ.
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესი დასრულდა, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვაქცინირებულია. ისინი AstraZeneca-ს, Pfizer, Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებით არიან აცრილები.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას ვაქცინაციისკენ.
„ავიცრათ და ერთად დავამარცხოთ პანდემია!“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ თავად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზით 12 ივნისს აიცრა.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
„Pfizer-ი ფუჭდება, ვადა გასდის, კატასტროფაა!“ – ცერცვაძე ვაქცინაციის ტემპის შემცირებაზე
საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია. ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია. ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამჟამად 60 წლის ზემოთ მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მხოლოდ 21%, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
23 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.700.895 აცრა. ამ ეტაპზე თუნდაც ერთი დოზით აცრილია 960.081 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 33,8%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 740.814 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 25,9%. 22 სექტემბერს აიცრა 12.948 ადამიანი.