„აზრების ფოიერვერკი“ გთავაზობთ პოლიტიკური ინტრიგების დიდი ოსტატის შარლ მორის დე ტალეირან–პერიგორის გამონათქვამებს.
შარლ მორის დე ტალეირან–პერიგორი (Charles Maurice de Talleyrand-Périgord, 1754–1838) – ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელსაც ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა სხვადასხვა რეჟიმის დროს, დაწყებული დირექტორიიდან, დამთავრებული ლუი-ფილიპის მთავრობით. სიტყვა ტალეირანი გახდა მედროვეობისა და უპრინციპობის სინონიმი.
ყავა უნდა იყოს ჯოჯოხეთივით ცხელი, ეშმაკივით შავი, ანგელოზივით სუფთა და სიყვარულივით ტკბილი.
პირველი, რაც დიპლომატმა საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ უნდა გააკეთოს, ეს თავისი ღვიძლის მკურნალობაა.
კარიერა რომ გაიკეთო, ნაცრისფრით უნდა შეიმოსო, ჩრდილში დადგე და ინიციატივა არ გამოიჩინო.
უნდა შეიყვარო გენიალური ქალი, რომ მიხვდე, რა ბედნიერებაა სულელი ქალის სიყვარული.
ქალები ხანდახან პატიობენ მათ, ვინც შესაძლებლობას ბოროტად იყენებს, მაგრამ არასდროს პატიობენ მათ, ვინც მას არ იყენებს.
თუ გინდათ ამაღლდეთ, მტრები შეიძინეთ.
არასდროს ილაპარაკოთ საკუთარ თავზე ცუდად; თქვენი მეგობრები საკმარისად ილაპარაკებენ.
ადამიანს ენა იმისთვის აქვს, რომ საკუთარი აზრები დამალოს.
მთელი ხალხები აღშფოთდებოდნენ, რომ გაიგონ, რა პატარა ადამიანები ბატონობენ მათზე.
გრძელი სიტყვა ისევე არ ეხმარება საქმეებს წინსვლაში, როგორც გრძელი კაბა – სიარულში.
მთავარია, ღარიბი არ იყო.