რუსეთი ოთხ ქვეყანასთან ავიამიმოსვლას აღადგენს

რუსეთმა საჰაერო ავიამიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენა გასული წლის აგვისტოდან დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი 21 სექტემბრიდან ოთხ ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლას განაახლებს და რამდენიმე ე.წ. ღია ქვეყანაში ფრენების სიხშირეს ზრდის, იუწყება РИА Новости.
ფრენები აღდგება ესპანეთის, ერაყის, კენიისა და სლოვაკეთის მიმართულებით, სიხშირე კი დაემატება უნგრეთის, ყაზახეთისა და კატარის ავიარეისებს.
რუსეთმა ყველა უცხოელი სტუდენტისთვის გახსნა საზღვრები
გარდა ამისა, თურქეთის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლა აღდგება ფსკოვიდან, მაგადანიდან, მურმანსკიდან და ჩიტადან.
კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთმა 2020 წლის 27 მარტიდან რეგულარული და ჩარტერული რეისები გააუქმა. გასული წლის აგვისტოდან კი მოსკოვმა საჰაერო ავიამიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენა დაიწყო.
ამ დროისთვის ავიარეისები 55 ქვეყნის მიმართულებით ხორციელდება.