ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,17%-ით გაიზარდა და 102,66 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,14%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,25%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 2,27% მოგებით 106,71 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,98 პუნქტის ფასით, 4,84% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,13%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,4%-ით გაიზარდა 101,91 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,51%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 3,75%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 15,4 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 171 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,5–16,08 ფუნტის დიაპაზონში.
2025 წლისთვის კაპიტალის ბაზარზე სახელმწიფო კომპანიების აქციების გატანა იგეგმება
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 2,11%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 6,02 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 262 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,0–6,25 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 2,35%-ით შემცირდა 14,12 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 166 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 13,76 –14,7 ფუნტის დიაპაზონში.