COVID-19 - ბოლო ცნობები

გახდება თუ არა აცრა სავალდებულო – ამირან გამყრელიძის განმარტება

სასურველი იყო ვაქცინაციის ყოველდღიური მაღალი მაჩვენებელი სექტემბერშიც შენარჩუნებულიყო, თუმცა კიდევ უფრო მეტი საკომუნიკაციო კამპანიაა საჭირო, აღნიშნა გამყრელიძემ.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სრულად ემხრობა იმას, რომ სამედიცინო პერსონალისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე ერთიანი აზრი ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან უმრავლესობა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მომხრეა. მისი ვარაუდით, კორონავირუსის მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის შედარებით რბილი უნდა იყოს, ვიდრე ეს მეოთხე ტალღისას იყო. თუმცა ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 40 პროცენტის ორჯერადად ვაქცინაცია და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ქვეყანაში აცრის დღიური მაჩვენებლით უკმაყოფილოა და მოსახლეობას ისევ ვაქცინაციის კუთხით მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვაქცინაციის ტემპი საგანგაშოა: მედიკოსები მოქალაქეებს მიმართავენ
„ბოლო ოთხი დღეა, ეტყობა, რომ მცირდება აცრის მაჩვენებელი. ჩვენ მოსახლეობას სულ მოვუწოდებდით მეტი აქტიურობისკენ, მაგრამ ეტყობა, კიდევ მეტი საკომუნიკაციო კამპანიაა საჭირო. ის არასოდეს საკმარისი არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, საქართველოში აგვისტოს თვეში აცრის საშუალო მაჩვენებელი დღიურად დაახლოებით 23 ათასი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 20 ათასზე ჩამოვიდა.

„რა თქმა უნდა, მე სულ გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში ძალიან გვინდოდა ჩატარებულიყო დღიური 30 ათასი აცრა, მაშინ ძალიან კარგად დავხვდებოდით ცივი ნოემბრის პერიოდს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველო Jonson&Jonson-ის ვაქცინას ოქტომბრის ბოლოს მიიღებს
20 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.655.040 აცრა. ამ ეტაპზე თუნდაც ერთი დოზით აცრილია 947.477 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 33,2%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 707.563 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 24,8%.
ვაქცინაციის მხრივ თბილისი ლიდერობს – აქ ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტია აცრილი.
წაიკითხეთ ასევე:
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 21 სექტემბერი
ვინ მოიგო პირველი 10 ათასი ლარი: წამახალისებელი ლატარიის შედეგები
ვის შეეხება ე.წ. ბუსტერ–დოზა: თამარ გაბუნიას განმარტება