დღეს 2021 წლის 21 სექტემბერია, სამშაბათი. სავსემთვარეობა ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
სავსემთვარეობა თბილისის დროით 03:54 საათზე დადგება.
მოსალოდნელია საოცარი ნაცნობობა, უცნაური შეხვედრები, რომლებიც დიდხანს გემახსოვრებათ, თუნდაც მნიშვნელოვანი ურთიერთობების დასაწყისი არ იყოს. ერთადერთი სფერო, სადაც სიფრთხილეა საჭირო, ეს ფინანსებია.
ასტროლოგები სექტემბრის სავსემთვარეობის დღეს არ გირჩევენ ფულის გასესხებას და მოგზაურობას, ასევე მნიშვნელოვანი გარიგებების დადებას. ამ დღეს შეიძლება გამძაფრდეს ნეგატიური ემოციები, ამიტომ დიდია ახლობლებთან კონფლიქტის რისკი. ეცადეთ, იაზროვნოთ პოზიტიურად და თავი ხელში აიყვანოთ.
ვერძი: თქვენთვის დღეს დიდია ალბათობა იმისა, რომ არაკეთილმოსურნეების მხრიდან თავდასხმების ობიექტი გახდეთ. ეცადეთ, თავი გააკონტროლოთ, რომ რეპუტაცია არ შეგელახოთ. არ მიაქციოთ ყურადღება თქვენ მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს – ეს მტკივნეული ფრაზები თქვენ ირგვლივ მყოფი სუსტი ადამიანების აგრესიული გამოვლინებაა.
კურო: სავსემთვარეობა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთდამოკიდებულების გადახედვას გაიძულებთ. არავის არაფერს დაჰპირდეთ, რადგან დიდია რისკი, რომ დანაპირები ვერ შეასრულოთ. ფრთხილად იყავით ფინანსური ოპერაციების ჩატარების დროს, რათა სავალალო შეცდომები არ დაუშვათ.
ტყუპი: ასტროლოგები გირჩევენ, არ გქონდეთ ახლობლების რჩევების იმედი, არამედ ენდოთ საკუთარ ინტუიციას. საუკეთესო იქნება, თუ ამ დღეს მიმდინარე მოქმედებებზე და სამომავლო გეგმებზე იფიქრებთ. სავსემთვარეობა საკმაოდ დაძაბული იქნება, ამიტომ აქტიური მოქმედებები, დიდი ალბათობით, შედეგს არ მოიტანს.
კირჩხიბი: პასუხისმგებლობის განვითარებული გრძნობა კოლეგების თვალში აგამაღლებთ და დაგეხმარებათ პროფესიულ სარბიელზე წარმატების მიღწევაში. ფსონი სიჯიუტესა და მიზანსწრაფულობაზე დადეთ. ასევე სასიამოვნო სიახლეები შეიძლება მოხდეს პირად ცხოვრებაში – გაიცნოთ ადამიანი და მასთან ურთიერთობები შემდგომ სერიოზულად განვითარდეს.
ლომი: მთელი თქვენი რესურსები, რაც ბოლო დროს საქმეში ჩადეთ, შედეგიანი სა სასიამოვნო აღმოჩნდება. დაინახავთ აზრს იმაში, რასაც აკეთებთ. ვარსკვლავები ამ მიმართულებით მსვლელობის გაგრძელებას გირჩევენ. არ აჰყვებთ ეჭვებს და პროვოლაციებს.
ქალწული: პარტნიორული ურთიერთობები კოლეგებთან ან სასიყვარულო ასპარეზზე კმაყოფილებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია საინტერესო მოვლენები, მრავლისმთქმელი ნაცნობობა. ეცადეთ, გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილება არ დატოვოთ, გაუხსენით გული ადამიანებს.
სასწორი: ყველაზე კარგი იქნება, თუ სავსემთვარეობის დღეს ახლობელ ადამიანებთან გაატარებთ, გააანალიზებთ თქვენს მოქმედებებს. იფიქრეთ იმაზე, რომ გააერთიანოთ ძალები თანამოაზრეებთან, მაშინ მიზანს უფრო ადვილად მიაღწევთ. არ არის გამორიცხული, რომ საქმიანი კონტაქტი რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
მორიელი: სავსემთვარეობა თქვენზე ძალიან კარგად იმოქმედებს – დაგეხმარებათ პოზიციების გამტკიცებაში, გახდებით უფრო მტკიცე და მყარი ადამიანი. არ მისეთ თავს უფლება, რომ ემოციებს აჰყვეთ – სჯობს, ცივი გონებით იმოქმედოთ. გამოიჩინეთ ინიციატივა და დაიხმარეთ მეგობრები და საჭირო შედეგსაც მალე მიიღებთ.
მშვილდოსანი: ენერგეტიკის მხრივ არაერთმნიშვნელოვანი დღე გელოდებათ. მოხდება მოვლენები, რომლებიც დიდ გავლენას მოახდენს თქვენს მომავალზე. იმოქმედეთ დიპლომატიურად, რომ მოაგვაროთ პირადი და პროფესიული სფეროები. შესანიშნავი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის.
თხის რქა: ვარსკვლავები არ გირჩევენ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას, სერიოზული საქმეების კეთებას. შესაძლოა, ერთი შეხედვით იოლი ამოცანა მძიმე ტვირთად იქცეს თქვენთვის. სჯობს, დღეს განმარტოვდეთ, მოერიდოთ ხალხმრავლობას, რათა გარშემომყოფებთან კონფლიქტს აარიდოთ თავი.
მერწყული: დიდა ალბათობა, რომ რაღაც სასიამოვნო ამბავი გაიგოთ, მოხვდეთ გარემოებების ხელსაყრელი გადაკვეთის ცენტრში. ეცადეთ, საქმეებს დამოუკიდებლად, სხვების მონაწილეობის გარეშე გაუძღვეთ. შესაძლებელია მოულოდნელი სტუმრიანობა, რამაც შეიძლება გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ.
თევზები: ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ სავსემთვარეობა იღბლიანი პერიოდია პროფესიული საქმიანობისთვის. შეგიძლიათ მიმართოთ ხელმძღვანელობას თქვენი იდეებით, ოღონდ განსაზღვრული მიზნებით. იყავით კეთილად განწყობილი კოლეგების მიმართ, რათა თქვენი გულგრილობა ქედმაღლობად არ მიიღონ.