ქართველმა კალათბურთელმა VTB-ს ერთიანი ლიგის სუპერთასი მოიგო

ქართველმა ფორვარდმა 18 წუთში შვიდი ქულა აიღო და ცხრა მოხსნა გააკეთა.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია „ცსკას“ შემადგენლობაში VTB-ს ერთიანი ლიგის სუპერთასის მფლობელი გახდა.
ახალი ტურნირის ფინალში „არმიელებმა“ პეტერბურგის „ზენიტი“ ანგარიშით 81:73 დაამარცხეს.
შენგელია სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და მატჩში თითქმის 18 წუთი ითამაშა. ამ პერიოდში ქართველმა ფორვარდმა შვიდი ქულა აიღო და ცხრა მოხსნა გააკეთა. ორივე კლუბის შემადგენლობაში მოხსნების რაოდენობით ქართველი კალათბურთელი საუკეთესო გახდა.
თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს
შენგელიასთვის „ცსკას“ შემადგენლობაში ეს მეორე ტიტულია. გასულ წელს კლუბი VTB ერთიანი ლიგის გამარჯვებული გახდა.
VTB ერთიანი ლიგის ახალი სეზონი 23 სექტემბერს დაიწყება.