ქართველმა კალათბურთელმა VTB-ს ერთიანი ლიგის სუპერთასი მოიგო

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშითორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
ქართველმა ფორვარდმა 18 წუთში შვიდი ქულა აიღო და ცხრა მოხსნა გააკეთა.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია „ცსკას“ შემადგენლობაში VTB-ს ერთიანი ლიგის სუპერთასის მფლობელი გახდა.
ახალი ტურნირის ფინალში „არმიელებმა“ პეტერბურგის „ზენიტი“ ანგარიშით 81:73 დაამარცხეს.
შენგელია სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და მატჩში თითქმის 18 წუთი ითამაშა. ამ პერიოდში ქართველმა ფორვარდმა შვიდი ქულა აიღო და ცხრა მოხსნა გააკეთა. ორივე კლუბის შემადგენლობაში მოხსნების რაოდენობით ქართველი კალათბურთელი საუკეთესო გახდა.
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს
შენგელიასთვის „ცსკას“ შემადგენლობაში ეს მეორე ტიტულია. გასულ წელს კლუბი VTB ერთიანი ლიგის გამარჯვებული გახდა.
VTB ერთიანი ლიგის ახალი სეზონი 23 სექტემბერს დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0