ექსპერტების მოსაზრება: ავღანური ანგარიშები ეტაპობრივად უნდა განიბლოკოს

რამდენად რეალურია ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჰაბის შექმნა ალმათში და მოჰყვება თუ არა ავღანური ანგარიშების განბლოკვას „თალიბანის“ მხრიდან საფრთხეები — იხილეთ Sputnik-ის მასალაში
Sputnik
დანარა კურმანოვა
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საიუბილეო სამიტზე ინდოეთის, ყაზახეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, პაკისტანის, რუსეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ერთობლივი საქმიანობის შედეგების დაჯამება იგეგმებოდა გასული 20 წლის განმავლობაში. მაგრამ ავღანეთში ხელისუფლების შეცვლამ ღონისძიებაში კორექტივები შეიტანა — მონაწილეები ძირითადად შესაძლო ტერორისტულ საფრთხეებსა და მათი აღკვეთის ვარიანტებს განიხილავდნენ.
დუშანბის ავღანური ელფერი: კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტი
შეძლებენ თუ არა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები, თავიდან აირიდონ ლტოლვილების ნაკადები ავღანეთიდან, თუ მსოფლიო ბანკი ავღანეთის საზღვარგარეთულ ანგარიშებს გაალღობს? როგორ დაეხმარება ირანის ორგანიზაციაში გაწევრიანება ტაჯიკეთსა და უზბეკეთს საკუთარი საზღვრების განმტკიცებაში? აქვს თუ არა აზრი ყაზახეთში ჰუმანიტარული ჰაბის შექმნას ავღანეთის დასახმარებლად? Sputnik-ის მიმოხილვაში წაიკითხავთ პოლიტოლოგების პასუხებს ამ და სხვა კითხვებზე.

რა ინფრასტრუქტურაზე საუბრობდა ტოკაევი

ალმათში ჰუმანიტარული ჰაბის გახსნის იდეა ავღანეთში საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ეკუთვნის.

„ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ ყველა შესაძლო დახმარება ავღანეთის გადაუდებელი ჰუმანიტარული და ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად”, — თქვა ტოკაევმა და აღნიშნა, რომ ყაზახეთს უკვე აქვს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა ასეთი სამუშაოსთვის.

როგორც პოლიტოლოგი ედუარდ პოლეტაევი ამბობს, ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას ურჩევნია, თავისი რეგიონული ცენტრალური აზიის წარმომადგენლობები ყაზახეთსა და ალმათიში გახსნას.
„ამის მაგალითია იუნესკოს კლასტერული ოფისი ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. ის ალმათიში მდებარეობს. ან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი ცენტრალურ აზიაში, რომელიც ასევე მუშაობს ალმათიში. გასულ თვეში გაერომ ავღანეთის დახმარების მისია ალმათიში გადაიყვანა“, — ამბობს პოლიტოლოგი.
რუსეთმა და ჩინეთმა აზია შეცვალეს - აშშ მას კარგავს
როგორც პოლეტაევი აზუსტებს, უცხოელებს ალმათი ყაზახეთისა და ზოგადად რეგიონის ყველაზე მულტიკულტურულ ქალაქად მიაჩნიათ. რესპუბლიკის სამხრეთ დედაქალაქის კიდევ ერთ ღირსებად მიიჩნევა ის, რომ ყირგიზეთის, ტაჯიკეთია და უზბეკეთის ყველა მთავარ ქალაქში იქიდან ჩაფრენა 1,5-2 საათშია შესაძლებელი. „ეს ოპტიმალური დროა ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად“, — განმარტავს ექსპერტი.
ჰაბის ორგანიზება შეიძლება გამართლებული იყოს ეკონომიკური თვალსაზრისით, ამბობს პოლიტოლოგი იულია ნიკიტინა.
„რა თქმა უნდა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებს ცალკეც შეუძლიათ ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, მაგრამ ცენტრალიზებული მიდგომა ხარჯებს შეამცირებდა. ტვირთის გადაზიდვის საერთო პუნქტი ასევე შეამცირებდა სხვადასხვა ქვეყნების ძალისხმევის დუბლირების რისკსაც“, — ამბობს ის.

ფული ნდობას არ ნიშნავს

სამიტზე უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიეევის წინადადებაზეც იმსჯელეს, რომელიც უცხოეთის ბანკებში გაყინული ავღანური აქტივების გალღობას შეეხებოდა. ეს ანგარიშები ავღანეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბლოკეს.
„დასავლეთი უნდა დამშვიდდეს“ – ლავროვი ავღანელ მიგრანტებთან დაკავშირებული ვითარების შესახებ
როგორც მირზიეევმა აღნიშნა, ფულის უქონლობამ ქაბულს შესაძლოა ნარკოტიკებისა და იარაღის გაყიდვისკენ უბიძგოს, რომელიც აშშ-მა ქვეყნის ტერიტორიაზე დატოვა. უზბეკეთის პრეზიდენტის თვალსაზრისი გაიზიარა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც.
„შეერთებულ შტატებთან და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან მუშაობა ავღანეთის რეზერვების ეტაპობრივი განბლოკვისა და მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამების აღდგენაზე აზრს მოკლებული არ არის“, — აღნიშნა მან სამიტზე.
მიუხედავად ამისა, კვლევითი ასოციაცია CENTERO-ს გენდირექტორ მაქსიმ ვილისოვს მიაჩნია, რომ ანგარიშების განბლოკვა მალე ნამდვილად არ მოხდება.
„ეს მწვავედ პოლიტიკური საკითხია. ივარაუდება, რომ განბლოკილი აქტივებით თალიბების მიერ ფორმირებული ხელისუფლება ისარგებლებს, — ამბობს ის. — მაგრამ „თალიბანი“, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, აკრძალულია. გამოდის, რომ ანგარიშების განბლოკვა — ეს ავღანეთის მმართველი რეჟიმის ლეგიტიმაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამასთან ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ ეს რესურსები სხვა ქვეყნებზე შეტევისთვის არ იქნება გამოყენებული“.
მსოფლიო დღეს
„თალიბანთან“ თანამშრომლობა აუცილებელია: ერდოღანს ლტოლვილთა ნაკადები აშინებს
ნიკიტინას თქმით, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს რუსეთის პრეზიდენტის ფორმულირებასაც, რომელიც ამბობს, რომ ფულზე წვდომა ეტაპობრივად უნდა გაიხსნას.
„ყველაფერი მიდის პრინციპით „ნაბიჯი წინ — ნაბიჯი უკან“, — უზბეკეთი და რუსეთი ყველა შეზღუდვის ხელის ერთი მოსმით მოხსნას კი არ გვთავაზობენ, არამედ, მაგალითად, ერთი ანგარიშის გახსნას და დაკვირვებას, რა მოხდება შემდგომ“, — განმარტა ექსპერტმა.

რით დაეხმარება ირანი?

ამავდროულად ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი და ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი მოუწოდებენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, შექმნან „უსაფრთხოების სარტყელი“ ავღანეთის გარშემო. როგორც აღმოსავლეთმცოდნე და პოლიტოლოგი კარინე გევორქიანი ამბობს, ირანის გაწევრიანებამ ორგანიზაციაში შესაძლოა ხელი შეუწყოს მეზობელი ქვეყნების საზღვრების გაძლიერებას.
„ირანი ნანოტექნოლოგიების განვითარებით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. გარდა ამისა, 25 წელია, ქვეყანა მუდმივად აძლიერებს თავის საზღვრებს ტერორისტების შეღწევის თავიდან ასაცილებლად (2015 წელს ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში აშენდა 721 სასაზღვრო პუნქტი სახმელეთო საზღვრების მთელ სიგრძეზე. — ავტ.). ამიტომ ირანი მინიმუმ საკონსულტაციო დახმარების გაწევას მაინც შეძლებს ტაჯიკეთისთვის უსაფრთხოების საკითხებში“, — აღნიშნა გევორქიანმა.
აშშ-ში ასამდე ავღანელი ლტოლვილი თალიბებთან კავშირშია ეჭვმიტანილი
მისი თქმით, ტაჯიკეთის შემთხვევაში საზღვრების სტანდარტულად დაცვა ლტოლვილებისგან რთულია, მათ შორის რადიკალების შეიძლება აღმოჩნდნენ.
„კედელი ერთ დღეში ვერ აშენდება. ლტოლვილებმა კი უკვე შეაღწიეს და აღწევენ ქვეყანაში. ამასთან კედლის ასაგებად სახსრებია საჭირო. თუმცა მთავარი ისაა, რომ ტაჯიკეთს რთული ლანდშაფტი აქვს, ავღანეთთან საზღვარი — ეს ძირითადად მთებია. ამიტომ დუშანბემ უნდა მოიფიქროს ფორმატი, რომლითაც საზღვრის ყველა მონაკვეთის კონტროლზე აყვანა იქნება შესაძლებელი“, — მიაჩნია ექსპერტს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს!