ქართულმა კომპანიებმა იტალიაში აგროგამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

აგროგამოფენაში „მაკფუტ 2021“ თავისი პროდუქცია რვა ქართულმა კომპანიამ წარადგინა.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. აგროსამრეწველო გამოფენაში, რომელიც იტალიის ქალაქ რიმინიში გაიმართა, რვა ქართული კომპანია მონაწილეობდა, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
„მაკფუტ 2021“ დიდი ბიზნეს-ღონისძიებაა, რომელზეც წარმოდგენილია ყველა სახის პროდუქტი, აღჭურვილობა, სისტემები ხილ-ბოსტნეულის წარმატებით მოსაყვანად. აქ შესაძლებელია ასევე აგროსპეციალისტების მომსახურების მიღება. გამოფენის პროგრამა მოიცავს სემინარებს, საქმიან შეხვედრებს.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო შემდეგი კომპანიების ხილის და ბოსტნეულის ქართული პროდუქცია: „ქარელი ფრუტს“ (ჩიკორი), „ჯორჯიას ნეიჩერალ“, „ლურჯი ველი“, „აგროლეინი“, „ნატს ჯი“, „კავკასუს ორგანიკ ფრუტს“, „ავგუსტ ფრუტ ფაკტორი“ და „ჯეო ორგანიკი“.
ქართველი ფერმერები არასტანდარტული ვაშლის გაყიდვაში სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ
გამოფენის მიმდინარეობისას საქართველოს ელჩმა იტალიაში კონსტანტინე სურგულაძემ, „მაკფრუტ 2021“-ის პრეზიდენტმა რენცო პირაჩინიმ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის იტალიაში ექსპორტის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
გარდა ამისა, ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს იტალიურ კომპანიებთან და საერთაშორისო ბიზნეს-ასოციაციებთან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზრებზე ქართული აგროპროდუქციის პოპულარიზებისთვის.
საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობაში 7 მლრდ ლარს დააბანდებს
მთავრობის აგროპოლიტიკის მთავარი მიზანია აგროპროდუქციის ექსპორტის გაზრდა და ქვეყანაში იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება.
ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორისაა კონკურენტუნარიანობის ამაღლება აგროსამრეწველო სფეროში, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა, პროდუქტების უსაფრთხოება და სოფლის განვითარება.