დღეს 2021 წლის 17 სექტემბერია, პარასკევი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
გვინდა მარტივი გადაწყვეტილებები და გასაგები პასუხები ნებისმიერ კითხვაზე, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება. ყველაფერი ყოველთვის ზედაპირზე არ დევს. საჭირო ინფორმაციის მოპოვებაზე შეიძლება დიდი დრო დაგვეხარჯოს. მაგრამ დღის ბოლოსთვის არის შანსი, რომ გავერკვიოთ არაერთმნიშვნელოვან ვითარებაში. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის.
ვერძი: დღე საინტერესოდ იწყება. შესაფერისი დროა ახალი საქმეების დასაწყებად. ხანდახან წარმატებას დიდი ძალისხმევის გარეშე აღწევთ. ასევე კარგი პერიოდია სერიოზული სამუშაო საკითხების განსახილველად. შეგიძლიათ ბევრი ადამიანი დააინტერესოთ თქვენი იდეებით. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. გექნებათ საშუალება, რომ საოჯახო საქმეებს მიხედოთ, დაელაპარაკოთ ახლობლებს.
კურო: ნამდვილად ღირს, რომ რჩევებს მოუსმინოთ. დღეს კარგი რეკომენდაციის მოცემა იმასაც კი შეუძლია, ვისგანაც მსგავსი არასდროს არაფერი გსმენიათ. შესაძლოა, ინფორმაცია სრულიად მოულოდნელი წყაროსგან მიიღოთ, რაც კარგი იდეის გაჩენის საბაბი გახდება. ჩვეული საქმეები მოსაწყენად გეჩვენებათ, ამიტომ დაფიქრდით, ხომ არ ჯობია რამე ახალს შეეჭიდოთ? საქმე მრავლად გექნებათ სახლშიცა და სამუშაოზეც, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით.
ტყუპი: შესაფერისი დღეა მნიშვნელოვანი საუბრების, თანამოაზრეებისა და მოკავშირეების მოსაძებნად. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. ბევრზე მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. თუ გაგიჩნდებათ შანსი, რომ რამე რთულ და საინტერესო საქმეს შეეჭიდოთ, ხელიდან არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა. მოსალოდნელია მცირე თანხის მიღება, მაგრამ მისი დახარჯვა არ იჩქაროთ.
კირჩხიბი: მშფოთვარე დღეა. ვითარება მკვეთრად იცვლება და ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრაცია შეიძლება გაგიჭირდეთ. ასევე გარშემომყოფებს შეიძლება დასჭირდეთ თქვენი დახმარება და მოგიწევთ საკუთარი საქმეების გადადება, რომ სხვებს დაეხმაროთ. მიუხედავად ამისა, ოპტიმიზმს არ კარგავთ. კარგი სიახლეებითა ან რჩევებით გაგახარებენ ახლობელი ადამიანი. კარგი დღეა საოჯახო ღონისძიებებისთვის.
ლომი: ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით. არაა საუკეთესო დღე იმისთვის, რომ ძვირადღირებული რამე შეიძინოთ, თუ ის წინასწარ არ გქონიათ დაგეგმილი. ფინანსებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არაერთხელ უნდა გააანალიზოთ. დანარჩენ საკითხებში დღე საკმაოდ ხელსაყრელია. კარგად გაუმკლავდებით საქმეებს. ჰარმონიულად აეწყობა პირადი ურთიერთობები, გაგახარებთ ახლობლებთან კონტაქტი.
ქალწული: ფრთხილად იყავით – დღეს იზიდავთ იმ ადამიანებს, რომლებიც მიჩვეული არიან, მიზნების მისაღწევად პროვოკაციები და მანიპულაციები გამოიყენონ. რთულია მათთან შეწინააღმდეგება და თან ცივი გონების შენარჩუნება. ამასთან გამკლავებაში თქვენი გამოცდილება და ძველი ნაცნობების შესანიშნევი რჩევები დაგეხმარებათ. საღამო კაშკაშა შთაბეჭდილებებს ჰპირდება მას, ვინც სახლში არ დარჩება და გარემოს შეიცვლის.
სასწორი: იღბლიანი, ნაყოფიერი და საინტერესო დღე გელოდებათ. შესაძლებელია რთულ ამოცანასთან გამკლავება, ახალი, ძალიან საინტერესო ნაცნობობა და ასევე რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. ადამიანები, ვინც კარგად გიცნობთ, შესანიშნავ რჩევებს მოგცემენ და ნამდვილად ღირს მათი გათვალისწინება. გაგიჩნდებათ არცთუ ურიგო იდეები, მაგრამ მათ რეალიზაციას ნუ იჩქარებთ.
მორიელი: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანს დიდი ხანია იცნობთ, თუ სულ ახლახან გაიცანით, კარგი ურთიერთობა გქონდათ, თუ სულ კამათობდით. თქვენი მომხიბვლელობის წინაშე დღეს არავინ დარჩება გულგრილი. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის – თუ ვინმეს გულის დაპყრობა გაქვთ გადაწყვეტილი, ამაზე უკეთეს დღეს ვერ შეარჩევთ. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები. ეცადეთ, ბიუჯეტს ძალიან არ გადაამეტოთ.
მშვილდოსანი: დიდი ალბათობით, დღე უთანხმოებებისა და კამათის გარეშე არ ჩაივლის. მაგრამ ამაზე ძალიან არ ინერვიულებთ და სწორადაც იქცევით. ჯერ ერთი, მოახერხებთ ურთიერთწყენის გარეშე კამათის დასრულებას, მეორეც, ყველა მიხვდება, რომ მართალი ხართ. და მესამე – კამათში შეიძლება ყველასთვის მოსაწონი გადაწყვეტილება დაიბადოს. არცთუ საუკეთესო დღეა სამუშაოსთვის, რომელიც ყურადღებას მოითხოვს, სამაგიეროდ შესანიშნავი დროა შემოქმედებისთვის.
თხის რქა: ხელსაყრელი დღეა რთული და მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად. სწორ პასუხებს ხშირად ინტუიცია გკარნახობთ. სწორედ მისი წყალობით სწრაფად ახდენთ ორიენტირებას არაერთმნიშვნელოვან სიტუაციებში და მიზნამდე უმოკლეს და ეფექტურ გზას აგნებთ. შეიძლება ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდეს, რაღაც მოვლენები ალბათ თქვენთვის სრულიად მოულოდნელი იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს.
მერწყული: შესანიშნავი დღეა ფულთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად. სწრაფად ხვდებით, როგორ მიიღოთ შემოსავალი და რაში ჯობია თანხის დახარჯვა. კარგი დღეა ასევე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, მაგრამ დღის მეორე ნახევარში შესანიშანავად ააწყობთ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან. საღამო კარგი დროა რომანტიკული შეხვედრებისთვის.
თევზები: სასიამოვნო მოვლენები და იღბლიანი თანხვედრები გელოდებათ, მაგრამ თუ იჩქარებთ, არის რისკი, რომ ვერ შენიშნოთ თქვენ წინაშე გაჩენილი შესაძლებლობები. ძალიან წაგადგებათ, თუ გაიხსენებთ სასიამოვნო მომენტებს წარსულიდან. მნიშვნელოვანი საქმეები ქაოსის გარეშე გაკეთებას მოითხოვს, ამიტომ ყურადღება მოიკრიბეთ, მოიფიქრეთ დეტალურად ყველაფერი და ისე შეუდექით საქმიანობას.