სესილია თაყაიშვილის იუბილეს მულტიმედიური გამოფენა მიეძღვნა

ყველაზე კეთილი ბებია და ბრწყინვალე მსახიობი - თბილისში სესილია თაყაიშვილს იხსენებენ
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. თეატრისა და კინოს გამოჩენილ მსახიობს, სესილია თაყაიშვილს მულტიმედიური გამოფენა მიეძღვნა.
სესილია თაყაიშვილის დაბადებიდან 115 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა შექმნა. ექსპოზიცია მოიცავს ფოტოებს მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნებიდან და თეატრალური სპექტაკლებიდან, აფიშებს, ფრაგმენტებს დოკუმენტური ფილმიდან „სესილია თაყაიშვილი“, აუდიოჩანაწერებს და წერილობით დოკუმენტებს.
სესილია თაყაიშვილი
ფოტოებს შორისაა კადრები მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნებიდან: „აბეზარა" (1956), „ჩვენი ეზო" (1957), „მანანა" (1958), „საბუდარელი ჭაბუკი" (1958), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962), „თოჯინები იცინიან" (1963) და ა.შ.
ამასთან, დამთვალიერებელი იხილავს სესილია თაყაიშვილის საოჯახო ალბომის ფოტოსურათებს, რომელიც მსახიობის თეატრალურ როლებს ასახავს.
სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში დაიბადა. სამსახიობო მოღვაწეობა თეატრში დაიწყო და სპექტაკლებში 120-მდე როლი განასახიერა. ქართულ კინომატოგრაფიაში 1945 წლიდან მოღვაწეობდა და 40 ფილმში ითამაშა.