მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ყველაზე გავლენიან წყვილად დასახელდნენ

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჟურნალ TIME-ის გარეკანზე – გამოცემამ მეუღლეები ყველაზე გავლენიან წყვილად დაასახელა.
Sputnik
პრინცი ჰარის დაბადების დღესთან დაკავშირებით ჟურნალმა TIME ახალი გარეკანის ფოტო გამოაქვეყნა. საშემოდგომო ნომრის გარეკანის გმირები პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არიან.
ფოტოები, სავარაუდოდ, სანტა-ბარბარაში, წყვილის მონტესიტოს რეზიდენციაშია გადაღებული. მეუღლეებმა ფოტოსესიისთვის შავ-თეთრი სამოსი შეარჩიეს, პრინცი ჰარი შავი ფერის სვიტერსა და შარვალშია გამოწყობილი, მეგან მარკლი კი თეთრი ფერის კომბინეზონში.
ჟურნალის გარეკანს ახლავს თიზერიც, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ გავლენიანი გამოცემა მეგანსა და ჰარის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან წყვილად ასახელებს.