მსოფლიო დღეს

მასმედია: ჩინეთის ლიდერმა ბაიდენს შეხვედრაზე უარი განუცხადა

თეთრ სახლს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს სი ძინპინს სამიტის ჩატარება შესთავაზა, თუმცა ჩინეთის ლიდერმა უარით უპასუხა, იუწყება РИА Новости გაზეთ Financial Times-ზე დაყრდნობით.
გამოცემა ორი ლიდერის საუბრის დეტალების მცოდნე წყაროებს ეყრდნობა. მათი ინფორმაციით, ბაიდენმა სი ძინპინთან 90-წუთიანი საუბრისას მას სამიტის ჩატარება შესთავაზა, მაგრამ თანხმობას ვერ მიაღწია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამან „აშშ-ის რიგი ოფიციალური პირები მიიყვანა დასკვნამდე, რომ პეკინი ვაშინგტონთან ხისტ თამაშს განაგრძობს“.
წყარო არ ადასტურებს: ბაიდენისა და პუტინის სამიტი არ იგეგმება
„აშშ-ის პრეზიდენტმა სის შესთავაზა სამიტის ჩატარება, რათა ამერიკულ–ჩინური ურთიერთობები ჩიხიდან გამოვიდეს... მაგრამ ჩინეთის ლიდერმა არ მიიღო მისი წინადადება და მოითხოვა, რომ ვაშინგტონმა პეკინთან ურთიერთობებში მკვეთრი ტონი შეარბილოს“, – წერს გაზეთი.
გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სის ძირითადი გზავნილი ბაიდენისადმი სწორედ ის იყო, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი რიტორიკა უნდა შეარბილოს.
თეთრ სახლს ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.