საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი ორჯერ გაიზარდა

2021 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის შიგნით იმოგზაურა 1.231,4 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.415,3 ვიზიტი სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ტიპის ვიზიტი 654,5 ათასი იყო.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. შიდა ტურისტების რიცხვი საქართველოში 2021 წლის მეორე კვარტალში 106,4%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს შიგნით იმოგზაურა ქვეყნის 1.231,4 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.415,3 ვიზიტი სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ტიპის ვიზიტი 654,5 ათასი იყო.
საანგარიშო პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა საშუალოდ თვეში 112,3%-ით მეტი იყო, ვიდრე 2020 წლის აპრილი–ივნისის პერიოდში.
ხუთი ყველაზე ეგზოტიკური ტურისტული ობიექტი საქართველოში
საქართველოში 2020 წლის გაზაფხულზე, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის საერთაშორისო გადაზიდვებზეც. 15 ივნისიდან ქვეყანაში ოფიციალურად გაიხსნა შიდა ტურიზმი და ქვეყნის ხელისუფლებამ მოქალაქეებს ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად სამშობლოში დასვენებისკენ მოუწოდა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასული წლის ივნისის ბოლოდან შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო. ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ადმინისტრაცია პოპულარობას უწევს ახალ საინტერესო ტურისტულ პროდუქტებს, ხელს უწყობს აქტიურობას რეგიონებში, რაც დაეხმარება სასტუმროების, კვების ობიექტების, სატრანსპორტო კომპანიების, გიდების და სხვა მიმართულებების განვითარებას.
სად იმგზავრეს და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა
აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად მეგობრებსა და ნათესავებს სტუმრობდნენ.
რეზიდენტი ტურისტების ვიზიტების მიზანი (ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი):
ვიზიტის მიზანი – ნათესავებთან და მეგობრებთან
ვიზიტების რაოდენობა – 664,6 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 47%
ვიზიტის მიზანი – მეორე სახლში წასვლა
ვიზიტების რაოდენობა – 248 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 17,5%
ვიზიტის მიზანი – შოპინგი
ვიზიტების რაოდენობა – 199,6 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 14,1%
ვიზიტის მიზანი – მკურნალობა
ვიზიტების რაოდენობა – 111 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 7,8%
ვიზიტის მიზანი – დასვენება და გართობა
ვიზიტების რაოდენობა – 98,7 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 7%
ვიზიტის მიზანი – პროფესიული საქმიანობა
ვიზიტების რაოდენობა – 43,6 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 3,1%
ვიზიტის მიზანი – მოგზაურობა
ვიზიტების რაოდენობა – 22,7 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 1,6%
ვიზიტის მიზანი – განათლება
ვიზიტების რაოდენობა – 2,1 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 0,1%
ვიზიტის მიზანი – სხვა
ვიზიტების რაოდენობა – 25,1 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 1,8%
მოსახლეობის უმრავლესობა მეორე კვარტალში ეწვია თბილისს, იმერეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, აჭარას, შიდა და ქვემო ქართლს.
შიდა ტურისტების საშუალო ხარჯმა მეორე კვარტალში 203,4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 128,1%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში გაიზარდა 8,9%-ით და 143,7 ლარი შეადგინა. ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, ტრანსპორტსა და კვებაზე.
შიდა ტურისტების ხარჯები (თვის საშუალო მაჩვენებელი):
ხარჯის სახეობა – საყიდლები
ხარჯი – 78,1 მლნ ლარი
ერთი ვიზიტის ხარჯი – 55,2 ლარი
ხარჯის სახეობა – საკვები, სასმელი
ხარჯი – 46 მლნ ლარი
ერთი ვიზიტის ხარჯი – 32,5 ლარი
ხარჯის სახეობა – ტრანსპორტი
ხარჯი – 42,9 მლნ ლარი
ერთი ვიზიტის ხარჯი – 30,3 ლარი
ხარჯის სახეობა – განთავსება
ხარჯი – 3,8 მლნ ლარი
ერთი ვიზიტის ხარჯი – 2,7 ლარი
ხარჯის სახეობა – გართობა
ხარჯი – 0,4 მლნ ლარი
ერთი ვიზიტის ხარჯი – 0,3 ლარი
ხარჯის სახეობა – სხვა
ხარჯი – 32,2 მლნ ლარი
ერთი ვიზიტის ხარჯი – 22,8 ლარი
შიდა ტურისტების 53,6% ქალია.