მსოფლიო დღეს

მედია: ავღანეთის წინააღმდეგობის ძალებმა თალიბებთან ბრძოლის გაგრძელების შესახებ განაცხადეს

„თალიბანის“ კომისიის წევრმა კულტურის საკითხებში ინამულა სამანგანიმ განაცხადა, რომ ამბოხებულები „თავს აფარებენ ხეობებსა და გამოქვაბულებს“, ხოლო თალიბები მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის პროვინცია პანჯშირში წინააღმდეგობის ძალების ერთ-ერთმა მეთაურმა განაცხადა, რომ მეამბოხეები მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკებთან ბრძოლას სიკვდილამდე გააგრძელებენ, იუწყება ტელეარხი Tolo News.
მანამდე თალიბების მოძრაობის წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ პანჯშირის პროვინცია მთლიანად თალიბების კონტროლს დაექვემდებარა. თავის მხრივ, ადგილობრივი წინააღმდეგობის ძალებმა აჰმად მასუდის მეთაურობით ცნობები პანჯშირის დაცემის შესახებ უარყვეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მოჯაჰედები, წინააღმდეგობის ძალები და თქვენი ვაჟები სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლებენ ფასეულობების და ღირსების დასაცავად“, - განაცხადა ვიდეომიმართვის დროს წინააღმდეგობის ძალების ერთ-ერთმა მეთაურმა სალეხ რიგისტანიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პანჯშირში თალიბების ყოფნა საბრძოლო მოქმედებების დასასრულს არ ნიშნავს.
მსოფლიო დღეს
ავღანეთის ქალთა ორკესტრმა ქვეყანა მძინარე თალიბის გამო ვერ დატოვა
როგორც „ავღანეთის ეროვნული კონგრესის პარტიის“ ლიდერმა აბდულ პედრამმა განაცხადა, ამ დროისთვის პანჯშირი წინააღმდეგობის ცენტრია, ხოლო მისი ძალები თალიბებთან საბრძოლველად მთებში იმყოფებიან.
თავის მხრივ, „თალიბანის“ კომისიის წევრმა კულტურის საკითხებში ინამულა სამანგანიმ განაცხადა, რომ ამბოხებულები „თავს აფარებენ ხეობებსა და გამოქვაბულებს“, ხოლო თალიბები მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
31 აგვისტოს ღამით აშშ-ის სამხედროებმა ქაბულის აეროპორტი დატოვეს, რამაც ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალების თითქმის 20-წლიანი ყოფნა დაასრულა.
6 სექტემბერს თალიბებმა განაცხადეს, რომ პანჯშირი ბრძოლის შედეგად მათი კონტროლის ქვეშ გადავიდა და ბოლო სამი კვირის განმავლობაში მეორედ განაცხადეს ომის დასრულების შესახებ.