COVID-19 - ბოლო ცნობები

რამდენად საშიშია „მიუ“ შტამი: ივანე ჩხაიძის განმარტება

კორონავირუსის ახალი შტამი უკვე დაფიქსირდა თურქეთში და სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ის მალე საქართველოშიც გამოჩნდეს.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „მიუ“ (Mu) კორონავირუსის ყველაზე მსუბუქი მუტაციაა, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
ქართველი ინფექციონისტები ახალი შტამის საქართველოში გავრცელებას არ გამორიცხავენ. მათი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მუტირებულ შტამს უკვე 9 თვეა აკვირდება, განიხილავს საინტერესო შტამად და არსებულ შტამებთან შედარებით ნაკლებად სახიფათოდ მიიჩნევს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რა შეუშლის ხელს „მიუ“ შტამის ფართოდ გავრცელებას საქართველოში
ჩხაიძის განმარტებით, „მიუ“ შტამს სიმძიმის მიხედვით არ შეუძლია ზემოქმედება ლეტალობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე.

„თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, ეს არის ყველაზე მსუბუქი მუტაცია, რომელიც განსხვავდება კორონავირუსის ორიგინალური (ჩინური) ვარიანტისგან, მაგრამ არ წარმოადგენს დიდ საშიშროებას. შეიძლება თუ არა იგი საქართველოშიც გამოჩნდეს? რა თქმა უნდა, შეიძლება. თუმცა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია რამდენად გახდება იგი გავრცელებადი“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა მეზობელ თურქეთში.
ამ დროისათვის საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, ძირითადად გავრცელებულია ე.წ. ინდური შტამი, რომელიც ბრიტანულ და ჩინურ შტამებთან შედარებით გაცილებით აგრესიულია.