მზადდება ბაიდენისა და პუტინის ახალი სამიტი: დასახელდა სავარაუდო თარიღი

Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი და აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებენ უახლოეს თვეებში ორი სახელმწიფოს ლიდერების — ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის ახალი სამიტის გამართვასთან დაკავშირებით, იუწყება პორტალი „სტრანა“ შეერთებული შტატების დიპლომატიურ წრეებში წყაროზე დაყრდნობით.
პორტალის ინფორმაციით, შეხვედრა, შესაძლოა, ოქტომბერში გაიმართოს.
მსოფლიო დღეს
ჯო ბაიდენმა უპასუხა კითხვას „თალიბანის“ აღიარების შესახებ
აღინიშნება, რომ აშშ-ის და რუსეთის ლიდერები სამიტზე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა უკვე ტრადიციულად ქცეული სტრატეგიული უშიშროების, შეიარაღებაზე კონტროლისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი შეეხებიან ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც, გააანალიზებენ ავღანეთისა და ცენტრალური აზიის სიტუაციებსაც.
„უნდა გავერთიანდეთ“ – პუტინმა ავღანეთში შექმნილი ვითარება შეაფასა
შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარე წლის 16 ივნისს გაიმართა ჟენევაში. როგორც მაშინ ჯო ბაიდენმა განაცხადა, ვაშინგტონსა და მოსკოვს აქვთ შესაძლებლობა, ითანამშრომლონ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ბირთვული იარაღის გავრცელებასთან და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა.