„ორი წელი აქ ვცხოვრობდი. მეორე გოგო საბერძნეთში მყავდა თავისი ოჯახით. შვილის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ გადავწყვიტე ისევ წავსულიყავი. მაშინ ასე იყო საჭირო. ახლა ლაშიკოს დამსახურებით დავბრუნდი. მას ძალიან უყვარს დიდი ოჯახი, ყველა ერთად რომ ვართ, ბედნიერია. ახლა მოდის და სულ მეფერება – რა ბედნიერებაა, არ მჯერა, რომ ჩვენთან ხარო“, – ამბობს ჩემპიონის ბებია.
„რამეს რომ ჩაიფიქრებს, გამოსდის. ამ ოლიმპიადაზე იმხელა განცდა მქონდა, არ ვიცი რა სახელი დავარქვა. რომ ვფიქრობ, ახლაც არ მჯერა. ექიმიდან ექიმთან გადადიოდა, ხელი ტრავმირებული ჰქონდა და უფრო მეტად ამის გამო ვნერვიულობდი“, – აცხადებს ქალი.
„შვილის დაღუპვის შემდეგ საერთოდ აღარ ვფიქრობდი იქ წასვლაზე, მაგრამ ყოველდღე რომ გავდიოდი საფლავზე, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა იცვლება, საფლავზე იჯდები, სახლში თუ სხვა ქვეყანაში-მეთქი“ – იხსენებს ქალი.