COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმების წინააღმდეგია

როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, კორონავირუსის ეპიდემიის შესაკავებლად ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რეგულაციების დაცვა და პირბადის ტარება.
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი - Sputnik. პირბადის არქონის გამო მოქალაქეებს ჯარიმის ნაცვლად სამედიცინო ნიღაბი უნდა გადაეცეთ, ასეთი ინიციატივით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოვიდა.
„მოვუწოდოთ, მივაწოდოთ პირბადე ტრანსპორტში და ვუთხრათ, იმგზავრე პირბადით. თუ დავიცავთ ამ წესებს, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების რისკი ნაკლებია", - განაცხადა გამყრელიძემ.
ამჟამად პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა – 40 ლარით დაჯარიმებას.
ყველა ჯარიმა ჩამოწერილია: პარლამენტმა კოვიდ-დარღვევების ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო
აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც კოვიდ-შეზღუდვების წესების (მათ შორის პირბადის ტარების წესის) დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ამნისტიას ითვალისწინებს. საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო ჯამში 76 მლნ ლარის ოდენობის გადაუხდელ ჯარიმებზე.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე 50-80 ადამიანი იღუპება.
სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.