დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 სექტემბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2021 წლის 7 სექტემბერია, სამშაბათი. ახალმთვარეობა ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ვარსკვლავები იმგვარად განგვაწყობენ, რომ დამოუკიდებლობასა და ინიციატივას გამოვიჩეთ, სხვისი აზრი კი არ დაგვაინტერესებს. დღე ახალ იდეებსა და შესაძლებლობებს მოიტანს. ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული არიან საკუთარ თავში, ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ეს თავდაჯერებულობა ამპარტავნებაში არ გადაიზარდოს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 სექტემბერი>>
ვერძი: არის რისკი, რომ დღე რაღაც უმნიშვნელოს გამოეკიდოთ, მაგრამ ეს თქვენთვის უმნიშვნელო სულაც არ არის. უფრო მეტიც, ის თქვენს ყურადღებას მთლიანად დაიპყრობს და ამის გამო ნამდვილად მნიშვნელოვანი შეიძლება ხელიდან გაუშვათ. აქედან გამომდინარე, დღეს სერიოზული გეგმების დაწყობა არ ღირს. აჯობებს, თუ დროს შემოქმედებას ან სიყვარულს დაუთმობთ.
ზოდიაქო: სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
კურო: დღეს იფიქრებთ, რომ სამყარო თქვენ გარშემო უნდა ბრუნავდეს. და რადგანაც სამყაროს ამ მხრივ სულ სხვა გეგმები აქვს, ასეთი ვითარება საკმაოდ გაგაკვირვებთ. ყველანაირად ეცდებით სიტუაციის გამოსწორებას, აქტიურად მიიპყრობთ ყურადღებას და ეცდებით მოვლენების ეპიცენტში აღმოჩნდეთ. აქ მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან ცენტრში ყოფნა ყოველთვის კარგი არაა.
ტყუპი: დიდი რისკია, რომ ოჯახის ტირანად და დიქტატორად იქცეთ. ამასთან, თავად მოგეჩვენებათ, რომ სასარგებლო ინიციატივას იჩენთ ოჯახის სასიკეთოდ. მაგრამ ასე არ იფიქრებენ ოჯახის წევრები. მათი აზრით, ყველას „ატერორებთ“. თუ არ გინდათ, ზედმეტად დაძაბოთ ვითარება, შეამცირეთ მბრძანებლური ტონი და ოჯახის წევრების მიმართ სათანადოდ მოიქეცით.
კირჩხიბი: დღეს შესაძლოა, რაღაც აზრი გაგიჩნდეთ და ეს აკვიატებულ იდეად იქცეს. უფრო მეტიც, ასეთი არაერთი აზრი შეიძლება გაჩნდეს და იდეა ფიქსიც – ამდენივე. ასეთ მდგომარეობაში აჯობებს, თუ ურთიერთობებს მინიმუმამდე დაიყვანთ, სხვაგვარად საუბრები შეიძლება უაზრო კამათში გადაიზარდოს. აჯობებს, შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდეს, სადაც აკვიატებული იდეები ნამდვილად არ იქნება ზედმეტი.
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას
ლომი: გაგიჭირდებათ იმის გაგება, თუ რატომაა ყველაზე სასიამოვნო ამავე დროს ცოდვაც. განა რა არის ცუდი იმაში, რომ ერთი ტორტის ნაჭერი კიდევ მიირთვათ ან ერთხელ კიდევ აკოცოთ საყვარელ ადამიანს? დღეს ლოგიკურად მოგეჩვენებათ წესი: :თუ არ შეიძლება, მაგრამ ძალიან გინდა, ე.ი. შეიძლება“. პრინციპში, ამაში ცუდი არაფერია, თუ ამ ფრაზას ერთ ქვეპუნქტსაც დაუმატებთ – ყველაფერი კარგია, მაგრამ ზომიერად.
ქალწული: შეიძლება საოცარი სურვილით გაიღვიძოთ – დღეს გინდათ, რომ ყველასთვის ბრძანებები გასცეთ და ყველას უხელმძღვანელოთ. თუ თავს ნამდვილ ლიდერად მიიჩნევთ, მიდით, არ შეჩერდეთ, მაგრამ თუ ეს თვისება თქვენს ხასიათში ნაკლებადაა, მაშინ არც ეცადოთ. ამას სჯობს, ინტერნეტ–თამაშებით გაერთოთ – იქ სიცოცხლის დაბრუნებაც შეიძლება. ამაზე უკეთესია, თუ ბობოქარ ენერგიას სასიყვარულო ასპარეზზე დახარჯავთ.
სასწორი: ცხოვრება გაიძულებთ, რომ გარემოებებს შეებრძოლოთ. მიუხედავად იმისა, რომ არ ხართ აქტიურობის ხასიათზე, რაღაც მოვლენები თქვენგან ენერგიულ ჩარევას მოითხოვს. შესაძლოა, თქვენი გარემოცვიდან ვინმემ შეუმჩნევლად ჩაგრთოთ რაღაც კამათში ან ჩხუბში, რამე თქვენთვის უსარგებლო საკითხის გადაჭრაში. ამას მთელი ძალებით შეეწინააღმდეგებით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ წინააღმდეგობით რამეს მიაღწევთ.
ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში
მორიელი: დღეს გაქვთ შანსი, რომ რაღაც უჩვეულო და საინტერესო გაიგოთ. ეს დღე სავსე იქნება კაშკაშა ემოციებითა და შთაბეჭდილებებით. ერთადერთი პირობა ისაა, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიაქციოთ უმნიშვნელო რაღაცებს, წვრილმანებს. თუ უსიამოვნო წვრილმან მომენტებს არ „გაატარებთ“, მაშინ რისკავთ, რომ სერიოზულად გაუფუჭოთ განწყობა თქვენ თავსაც და თქვენს ირგვილვ მყოფებსაც
მშვილდოსანი: დღეს სირთუილეები გელოდებათ თვითორგანიზებასა და დისციპლინასთან დაკავშირებით. ჩვეულ ჩარჩოებში მოქცევა საოცრად გაგიჭირდებათ, თუმცა მთელი გულით აქეთ მიისწრაფვით. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია შინაგანი კონფლიქტი, როდესაც თქვენი სულის ნაწილს წესრიგი სწყურია, ხოლო მეორე ნაწილს – ქაოსი. საკითხი ისაა, თუ რომელი ნაწილი გადაწონის.
თხის რქა: თქვენი ინტერესები და გეგმები დღის განმავლობაში არაერთხელ შეიცვლება, თან მნიშვნელოვნად. ხან ერთ მხარეს მოგიწევთ წასვლა, ხან მეორე მხარეს და ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაგიჭირდებათ. დღეს რამეს რომ მიაღწიოთ, ნამდვილად არ გაწყენთ ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრირება. თუმცა რამდენად მოახერხებთ ამას, ძალზე საეჭვოა...
თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: მთელი გულით იგრძნობთ, რა არის მეომრის სული. რა თქმა უნდა, არვისთვის აპირებთ ომის გამოცხადებას, ან რატომ უნდა გამოაცხადოთ? ამის გარეშეც შეიძლება მოპწინააღმდეგისთვის უცაბედი დარტყმის მიეყენება. ასეთი მისწრაფებები დღეს არაერთხელ გაგიჩნდებათ. და განა გასაკვირია, რომ ამგვარი განწყობით დრომ კონფლიქტებსა და ჩხუბში ჩაიაროს?
თევზები: ნებისმიერი საკითხი, რაც ფულს ეხება, დღეს აუჩქარებლად უნდა გადაწყვიტოთ. თუნდაც საქმე უმნიშვნელო თანხას ეხებოდეს, კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა მისი დახარჯვა ან ვალად გაცემა. ცხოვრების დანარჩენ სფეროებში პოზიტიური ტენდენციები ჭარბობს. საქმეები კარგად მიდის. კარგად იმახსოვრებთ საჭირო ინფორმაციებს, ამიტომ სწავლისთვის კარგი დღეა. შეყვარებულებს სიურპრიზები ელოდებათ.