მსოფლიო დღეს

არანაირი ჰიჯაბი, მხოლოდ ნიქაბით: თალიბებმა ქალი სტუდენტებისთვის ბრძანება გამოსცეს

Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მოძრაობა „თალიბანმა“ გამოსცა ბრძანება, რომელიც ქალებისთვის ავღანეთის კერძო უნივერსიტეტებში სწავლის პირობებს განსაზღვრავს, იუწყება სააგენტო AFP.
სააგენტოს ცნობით, „თალიბანმა“ სტუდენტი ქალები დაავალდებულა ატარონ აბაი — ტრადიციული კაბები, რომლებიც მთელ სხეულს ფარავს, და ასევე ნიქაბი — თავსაბურავი, რომელსაც მხოლოდ თვალების ჭრილი აქვს. თუმცა მანამდე „თალიბანის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გოგონები ჰიჯაბით (თავსაბურავი, რომელიც სახეს არ ფარავს) შეძლებდნენ ლექციებზე დასწრებას.
მსოფლიო დღეს
თალიბები განათლების მიღებისა და მუშაობის უფლებას მხოლოდ ჰიჯაბიან ქალებს მისცემენ
აღნიშნული წესი ვრცელდება ქვეყნის ყველა კერძო კოლეჯსა და უნივერსიტეტზე, რომელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 2011 წელს „თალიბანის“ მმართველობის დამხობის შემდეგ.
გარდა სტუდენტების გარეგნული იერსახისა, ბრანება ასევე ადგენს სასწავლო დაწესებულებებში ლექციების ჩატარების წესსაც. მის თანახმად, ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე აუდიტორიებში ისწავლიან. ამასთან გოგონებს ლექცია ხუთი წუთით ადრე დაუმთავრდებათ, რათა უნივერსიტეტიდან გამოსვლისას ვაჟ სტუდენტებს არ გადაეყარონ.
გარდა ამისა, გოგონებს მხოლოდ ქალი პედაგოგები ასწავლიან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელი არ არის, ლექციებს მათ კარგი რეპუტაციის მქონე ასაკოვანი მამაკაცები წაუკითხავენ.
ავღანეთში კერძო უნივერსიტეტები დღეიდან, ორშაბათიდან იხსნება.