„ჩვენ მოხარული ვართ, რომ აგვისტოს მონაცემებით აღდგენილია 90%-მდე იმ პირდაპირი მიმართულებების რაოდენობა, სადაც გვაქვს ოპერირება სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავიაციის გაძლიერებამ ხელი შეუწყო მგზავრთნაკადის სწრაფი აღდგენის ტემპს. ყოველივე ეს კი ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე აისახება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
„რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლის აღდგენას აეროპორტების ჭრილში, ჩვენი ძალისხმევით, თუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიათა რაოდენობა 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 92%-ით აღდგა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის მაჩვენებლები გაუმჯობესდა. კერძოდ, ბათუმში 106%-ით მეტი ავიაკომპანია 169%-ით მეტ სიხშირეს ახორციელებს. ამასთან, 143%-ით არის გაზრდილი მიმართულებების რიცხვი, საიდანაც ბათუმში ფრენები სრულდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების რიცხვი არ შეცვლილა, მგზავრთნაკადი 106%-ით გაიზარდა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.