მსოფლიო დღეს

ბრძოლა გრძელდება: ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტი „თალიბანის“ განცხადებას პასუხობს

Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტი (NRFA) უარყოფს „თალიბანის“ მიერ პანჯშირის აღების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ყველა სტრატეგიული პოზიცია კვლავ მათ ხელშია.
ამის შესახებ ნათქვამია NRFA-ს ტვიტერ-აკაუნტზე.

„თალიბანის“ განცხადება პანჯშირის ოკუპაციის შესახებ სიცრუეა. ფრონტის ძალები მთელი ხეობის გაყოლებაზე დგანან ყველა სტრატეგიულ პოზიციაზე, რათა ბრძოლა განაგრძონ. ვარწმუნებთ ავღანეთის ხალხს, რომ თალიბებისა და მათი პარტნიორების წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ სამართლიანობა და თავისუფლება არ იზეიმებს“, — ნათქვამია NRFA-ს განცხადებაში.

მანამდე „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა ასევე „ტვიტერით“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთის პროვინცია პანჯშირი სრულად გადავიდა თალიბების კონტროლქვეშ.
ამასთან „თალიბანმა“ გამოაქვეყნა პანჯშირის გუბერნატორის რეზიდენციის წინ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ აღმართავენ ისინი საკუთარ დროშას მის თავზე.
თუმცა, როგორც „Sputnik–ავღანეთი“ წერს, არსად არ იძებნება აჰმად შაჰ მასუდის მავზოლეუმის ფონზე გადაღებული ფოტო- თუ ვიდეოკადრები, რაც, პოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება ჩაითვალოს კიდეც წინააღმდეგობის ფრონტის დამარცხების მტკიცებულებად. „პანჯშირის ლომად“ წოდებული მასუდი-უფროსის მავზოლეუმი ასევე პანჯშირის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ბაზარაქში მდებარეობს.
მსოფლიო დღეს
პაკისტანის დახმარებით? „თალიბანი“ აცხადებს, რომ პანჯშირი აიღო
მანამდე Afghanistan International-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ თალიბების მხარეს ბრძოლებში პაკისტანის სპეცდანაყოფები ჩაერთნენ (სავარაუდოდ ისინი, რომლებიც ადრე სალანგის უღელტეხილზე იყვნენ განლაგებული), რომლებსაც დეტალური რუკები ჰქონდათ და შესანიშნავად ერკვეოდნენ ადგილმდებარეობაში. სწორედ ისინი აკორექტირებდნენ ავიაშეტევებს წინააღდეგობის ფრონტის პოზიციებზე.