2020 წელს საქართველოში კიბოს 8 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებებია მკერდისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბო.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში 2020 წელს კიბოს დიაგნოზი 9.435 პაციენტს დაუდგინდა, გარდაიცვალა 8.024 ადამიანი, ნათქვამია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
კიბოსთან ბრძოლა მარტივდება: შექმნილია ზეზუსტი ხელსაწყო
ცენტრის მონაცემებით, პაციენტების 54%, რომელთაც „ავთვისებიანი სიმსივნის“ დიაგნოზი დაუდგინდა, ქალია, 46% კი მამაკაცი.
2019 წელს ანალოგიური დიაგნოზი 10.339 პაციენტს დაუდგინდა, გარდაიცვალა 7.873 ადამიანი.
კიბოთი დაავადებულთა ძირითადი ნაწილი 30-დან 70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, 20 წლამდე პაციენტებში ავადობის მაჩვენებელი 1%-ია, დაავადებულთა 28%-ს კი 70 წელს ზემოთ პირები წარმოადგენენ.
ქალებში ძირითადად სარძევე და ფარისებრი ჯირკვლის კიბოა გავრცელებული, მამაკაცებში კი ტრაქეას, ბრონქებისა და ფილტვის კიბო. ამასთან, ორივე სქესში გავრცელებულია ნაწლავის კიბო. ბავშვებში კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმებია ლეიკემია, ლიმფომა, ტვინისა და ხერხემლის კიბო.
სამი მარტივი წესი 12 სახის კიბოს თავიდან ასაცილებლად: დადგენილია მეცნიერულად
საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი დაავადების დაახლოებით 9 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამჟამად სახელმწიფო საქართველოში აფინანსებს ონკოპაციენტების ქიმიოთერაპიით მკურნალობის 70%-ს, ჰორმონოთერაპიის ზოგიერთ ხარჯს, ასევე სხივურ თერაპიას და ძვირადღირებულ პრეპარატებს. თუმცა, არის ზოგიერთი სერვისი, რომლებსაც სახელმწიფო არ აფინანსებს.