თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. უნდა ჩავუჯდე სახლში, ორშაბათამდე არ მოვშორდები Facebook-ს და ტელევიზორს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ამ სიტყვებით კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„ველოდები. აი, ახლა მივდივარ, უნდა ჩავუჯდე სახლში. მინდა, ვთხოვო და მოგმართოთ თქვენც, რომ აუცილებლად პირდაპირ ეთერში აჩვენოთ, რომ ვნახო“, – განაცხადა კალაძემ.
უკრაინაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და წინასაარჩევნო კამპანიაში პირადად გეგმავს ჩართვას და ამასთან დაკავშირებით 6 სექტემბერს საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებს.