ესპანეთის ნაკრები წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ხვდება

გაზაფხულზე თბილისში ესპანელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს, დამატებით დროში დანი ოლმოს მიერ გატანილი გოლის წყალობით
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. 2022 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ესპანეთის და საქართველოს ნაკრებებს შორის ქალაქ ბადახოსში 5 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ამჟამინდელი შესარჩევი ციკლის მეორე ტურში გუნდები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. 28 მარტს თბილისში ესპანელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს, დამატებით დროში დანი ოლმოს მიერ გატანილი გოლის წყალობით.
ამ შეხვედრის გარდა, ესპანეთის და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესარჩევ ციკლში „ფურია როჰამ“ ორივე შეხვედრა მოიგო - გასვლაზე 1:0, შინ - 2:0. მესამე თამაში ამხანაგური იყო. 2016 წლის ივნისში ხეტაფეში საქართველოს ნაკრებმა ესპანელებს თორნიკე ოქრიაშვილის გოლის წყალობით 1:0 მოუგო.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო-2022-ის შესარჩევი მატჩი კოსოვოსთან წააგო
დღევანდელ მატჩს მოემსახურება მსაჯების პორტუგალიური ბრიგადა ტიაგუ მენდეშის ხელმძღვანელობით. ფლანგებზე მას ასისტირებას გაუწევენ ლუის კამპოსი და პედრო ალმეიდა. სარეზერვო არბიტრი უგო მიგელია, ხოლო VAR-ის მსაჯი - ლუის გოდუნიო.
ამჟამინდელი შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში ორივე ნაკრები დამარცხდა. ესპანეთმა გასვლაზე წააგო შვედეთთან 1:2, ხოლო საქართველომ შინ კოსოვოს ვერ მოუგო (0:1).
ამჟამად ესპანეთის ნაკრები В ჯგუფში შვიდი ქულით მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება საქართველოს, ვილი სანიოლის აღსაზრდელები ოთხი თამაშის შემდეგ ერთი ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს იკავებენ.