თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ბრიტანელმა სპეცრაზმელებმა ქვედანაყოფიდან SAS (Special Air Service, სპეციალური ავიასადესანტო სამსახური), რომლებიც დავალებას ავღანეთის სამხრეთით ასრულებდნენ, ფარანჯებ გადაიცვეს იმისათვის, რომ თალიბები მოეტყუებინათ და ქაბულში დაბრუნებულიყვნენ, წერს The Sunday Express.
სპეცრაზმის 20-მდე მებრძოლი გაფრთხილებული იყო, რომ ქვეყნიდან მათ გასაყვანად ვერტმფრენები აღარ იყო და ქალის ტანსაცმელში შემოსილებს ქაბულამდე რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა მოუწიათ.
„სამხედრო მოსამსახურეებმა დაყარეს აღჭურვილობის დიდი ნაწილი, იარაღისა და ტყვია-წამლის გარდა და ფარანჯა გადაიცვეს“, - აცნობა გამოცემის წყარომ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს.
წყაროს ინფორმაციით, ჯგუფი SAS ავღანეთში რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა და საიდუმლო სადაზვერვო მისიას ასრულებდა, რა დროსაც ყველაფერი „აირია“. სპეცრაზმელებმა ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ქაბულში დაბრუნების ბრძანება მიიღეს.
„მათ ხუთი ტაქსის ავტომობილი შეიძინეს, ბლოკპოსტებზე ისინი აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში დაბრუნებული თალიბების ხელისუფლების მისასალმებლად მიდიოდნენ. ამან იმუშავა. იყო რამდენიმე სარისკო მომენტი, მაგრამ თალიბები ფარანჯის გახდას არ თხოვდნენ“, - წერს „სანდი ექსპრესი“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ SAS-ის მებრძოლებმა აეროპორტამდე უვნებლად მიაღწიეს.