მსოფლიო დღეს

„მისია უცვლელია“: პენტაგონმა სირიის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია სირიაში ამერიკული კონტინგენტის შემცირების თაობაზე, იუწყება სააგენტო РИА Новости პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
აშშ სირიაში რჩება: შტატები ქვეყნიდან ჯარების გაყვანას არ აპირებს
ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა ჯარებმა სირიაში არსებული 13 სამხედრო ბაზიდან სამის ევაკუაცია განახორციელეს, ირანულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

„ეს ასე არ არის, ჩვენი მისიის პარამეტრები სირიაში უცვლელია. ჩვენ დღეს დილით დავრეკეთ, რათა ამაში დავრწმუნებულიყავით“, — განუცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა სააგენტოს.

ამასთან, 1 სექტემბერს Ateo Breaking-მა საკუთარ Telegram-არხზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ირანმა სირიაში ამერიკული სამხედრო ბაზა დაცხრილა. აღინიშნებოდა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იღებდა, და რომ ფორმირებამ თითქოს ასე მისცა სიგნალი ამერიკელებს არაბული რესპუბლიკიდან ჯარების გაყვანის აუცილებლობის შესახებ.
მსოფლიო დღეს
პენტაგონი განმარტავს: ამერიკელ სამხედროებს ქაბულში ძაღლები არ დაუტოვებიათ
უფრო ადრე, მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია სირიაში არ იცვლება, და რომ ქვეყანაში კვლავაც რჩება რამდენიმე ასეული ამერიკელი სამხდრო, მათ შორის „მწვანე ბერეტები“.
სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წლიდან გრძელდება. 2017 წელს სირიასა და ერაყში ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება გამოცხადდა. თუმცა სირიის ცალკეულ რაიონებში დღემდე გრძელდება ბოევიკების წმენდა.