თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პაკისტანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თალიბებმა პანჯშირის პროვინცია აიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება, ნათქვამია ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის (NRFA) ლიდერის აჰმად მასუდი-უმცროსის Twitter-აკაუნტზე.
„ცნობა პანჯშირის აღების თაობაზე პაკისტანურ მედიასაშუალებებში ცირკულირებს. ეს ტყუილია. პანჯშირის აღება იქნება ჩემი ბოლო დღე პანჯშირში“, — დაწერა აჰმად მასუდმა.
თავად NRFA ასევე „ტვიტერის“ მეშვეობით იტყობინება, რომ „ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის ყველა შეტევა მოგერიებულია და უკუგდებული“.
მანამდე პანჯშირის უდიდესი რაიონის პარიანის მთლიანად „თალიბანის“ კონტროლქვეშ გადასვლის შესახებ თალიბების წარმომადგენელმა ბილალ ქარიმიმ გაავრცელა ინფორმაცია სოციალური ქსელით.
უფრო ადრე ტელეარხი Al-Jazeera „თალიბანში“ არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ თალიბები, მას შემდეგ, რა NREA-ს ლიდერ აჰმად მასუდი-უმცროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, პანჯშირში სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავდნენ 2-3 სექტემბრის ღამით, რა დროსაც სამხედრო ტექნიკასაც გამოიყენებდნენ.