საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო-2022-ის შესარჩევი მატჩი კოსოვოსთან წააგო

კოსოვოსთვის ეს გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატების 13 შესარჩევ მატჩში პირველი გახდა, ხოლო საქართველო მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ციკლში ზედიზედ 21-ე თამაშს აგებს.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ბათუმში მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩში В ჯგუფში კოსოვოსთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე საკუთარ კარში ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ გაიტანა.
სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილ დროში სტუმრების კართან ვერცერთი სახიფათო მომენტი ვერ შექმნა.
კოსოვოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: საქართველოსთან საინტერესო თამაშს ველოდები
ამ გამარჯვების შედეგად კოსოვოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში პირველი ქულები მოიპოვა, გადაინაცვლა მეოთხე პოზიციაზე და სატურნირო ცხრილში საქართველოს გაუსწრო.
აღსანიშნავია, რომ კოსოვოსთვის ეს გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატების 13 შესარჩევ მატჩში პირველი გახდა, ხოლო საქართველო მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ციკლში ზედიზედ 21-ე თამაშს აგებს. ბოლო წარმატება თარიღდება 2012 წლით, როდესაც ბელარუსს ანგარიშით 1:0 მოვუგეთ.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო შესარჩევ მატჩს საქართველო გასვლაზე 5 სექტემბერს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.