ხვიჩა კვარაცხელია ჯერჯერობით „რუბინში“ რჩება

მთელი ზაფხულის განმავლობაში პრესაში ჩნდებოდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიათი ევროპის წამყვანი კლუბები ინტერესდებოდნენ.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ჯერჯერობით „რუბინში“ რჩება. ამის შესახებ გამოცემა РБК Спорт-ს ყაზანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განუცხადა.
„ხვიჩა ჯერჯერობით „რუბინში“ რჩება. წინადადება „ტოტენჰემიდან“ არ ყოფილა“, – განაცხადა საიმანოვმა.
ბოლო პერიოდში მასმედიაში აქტიურად განიხილებოდა თემა, რომ ქართველი ნახევარმცველის შეძენაში მთავარი ფავორიტი ლონდონის „ტოტენჰემია“.
დაუმარცხებელი ქართველი „ნინძა“ და კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული კვარაცხელია
პრესაში მთელი ზაფხულის განმვალობაში იწერებოდა, რომ კვარაცხელიათი დაინტერესდნენ ევროპის წამყვანი კლუბები: „ბორუსია“ (დორტმუნდი), „რომა“, “იუვენტუსი“, „მილანი“, „სევილია“.
ამჟამად კვარაცხელია 12 აგვისტოს პოლონეთის „რაკუვას“ წინააღმდეგ მატჩში მიღებულ ტრავმას იშუშებს. ამის გამო საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის კოსოვოსა (2 სექტემბერს) და ესპანეთის (5 სექტემბერს) წინააღმდეგ არ გამოიძახა.