თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. შემოწირულობების მხრივ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს – 20 დღეში პარტიამ 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციაში.
კერძოდ, საუბარია 2021 წლის 2–22 აგვისტოს პერიოდზე.
შემოწირულობის რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. აღნიშნულ პერიოდში პარტიის ანგარიშზე 220,3 ათასი ლარი ჩარიცხეს.
მას მოსდევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც 20 დღეში 57,8 ათასი ლარი მიიღო.
ამ პერიოდში პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ გადაურიცხეს 49,5 ათასი ლარი, „ევროპულ საქართველოს“ – 43,8 ათასი ლარი.
რაც შეეხება გიორგი ვაშაძის პარტიას „სტრატეგია აღმაშენებელი“, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში შემოწირულობა მის ანგარიშზე არ დაფიქსირებულა.