დღეს 2021 წლის 1 სექტემბერია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დღის დასაწყისში მღელვარება და საზრუნავი არ მოგვაკლდება. მოულოდნელად გამოჩნდება ახალი საქმეები და ამოცანები და გაგვიჭირდება პრიორიტეტების განაწილება. ამასთან რთული იქნება ემოციებთან გამკლავება. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის. ცხადი გახდება, რა საქმეა უფრო სასწრაფო და რისი გადადება შეიძლება; გაქრება უმიზეზოდ კამათის სურვილი.
ვერძი: შესაძლებელია წარმატებით დასრულება საქმის, რომელსაც დიდი ძალისხმევა მოახმარეთ. შესანიშნავად უმკლავდებით იმას, რაც სხვებმა ვერ მოახერხეს. ადრე მიღებული ცოდნის წყალობით იპოვით სწორ გადაწყვეტილებებს. გაუზიარეთ თქვენი იდეები ადამიანებს – მათ შორის შეიძლება გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ჰარმონიულად განვითარდება პირადი ურთიერთობები.
კურო: შესანიშნავი დღეა. ენთუზიაზმით ეკიდებით არცთუ მარტივ საკითხებს და აღწევთ წარმატებებს. განსაკუთრებით გამწვავებულია ინტუიცია, როდესაც საქმე ფინანსებს ეხება. შესაძლებელია მომგებიანი გარიგებების დადება. შესაფერისი დღეა როგორც საქმიანი, ისე გართობის მიზნით ხანმოკლე მგზავრობისთვის. წაგადგებათ გარემოს გამოცვლა, ადამიანების გაცნობა, რომლებიც თქვენი ნაცნობებისგან სრულიად განსხვავებული იქნებიან.
ტყუპი: ინიციატივის გამოჩენის დღეა. ეს ეხება საქმიან სფეროსაც და პირად ურთიერთობებსაც. არ შეუშინდეთ პირველი ნაბიჯის გადადგმას, რამე ახალი წინადადების წამოყენებას. შესაძლებელია რაღაც იღბლიანი თანხვედრები, რომლებიც დაგეხმარებათ იმ პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას გიკარგავდათ. ბევრ თქვენგანს აქვს უნარი, გაითვალისწინოს სხვისი შეცდომები და ამით საკუთარ შეცდომებს აარიდოს თავი.
კირჩხიბი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. კარგად გესმისთ გარშემომყოფების, იცით, რა სურთ მათ და ცდილობთ, მათი იმედები გაამართლოთ. შესაძლებელია თანამშრომლობის დაწყება, რომელიც ახალ ჰორიზონტებს წარმოაჩენს თქვენ წინაშე. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც მეგობრობაში გადაიზრდება. ასევე არაა გამორიცხული თანხის მიღება. შეგიძლიათ საყიდლებზე წახვიდეთ. საღამოს ოჯახურ საქმეებზე მოგიწევთ ყურადღების გადატანა.
ლომი: თუ მნიშვნელოვან თემაზე გინდათ ლაპარაკი, ამისთვის დღის დასაწყისი გამოიყენეთ. არ არის გამორიცხული, რომ ამ დროს მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესამჩნევი ცვლილებები მოიტანოს თქვენს ცხოვრებაში და გავლენა იქონიოს შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე. ადამიანების მიმართ ყურადღებით იყავით – ყველას ნდობა არ შეიძლება. დღის მეორე ნახევარი მშვიდი და სასიამოვნო იქნება. დაისვენეთ და გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან.
ქალწული: ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ წვრილმანებს და ეს ხელს გიშლით იმაში, რომ დროულად გაერკვეთ რაღაც სერიოზულ საკითხში. არ განერვიულდეთ, თუ დილით ყველაფერი ისე არ განვითარდება, როგორც გინდათ. სულ მალე შეძლებთ სიტუაციის უკეთესობისკენ შებრუნებას. დაგეხმარებიან მეგობრები. მოუსმინეთ მათ რჩევებს. კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის.
სასწორი: არცთუ მარტივი, მაგრამ საინტერესო და ნაყოფიერი დღეა. მოერიდეთ გაუმართლებელ რისკს, იმოქმედეთ ფრთხილად. მნიშვნელოვანია წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. სულ უმნიშვნელო მოვლენამაც კი რამე საინტერესო იდეა შეიძლება გაგიჩინოთ. გაითვალისწინეთ: დღეს რამის დამალვა (ფიქრისაც კი) გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან. თქვენი საიდუმლო შეიძლება ყველასთვის გახდეს ცნობილი.
მორიელი: მრავალფეროვანი და დატვირთული დღე გაქვთ და ეს მოგწონთ. სულ არ გინდათ ერთი ადგილის ტკეპნა. ენერგიას მშვიდობიან კალაპოტში მიმართავთ. საქმეებს შესანიშნავად გაუმკლავდებით. კარგი დღეა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის. შეიძლება გაჩნდეს კარგი იდეები სამუშაოსთან ან ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში კარგ სიახლეებს დაელოდეთ.
მშვილდოსანი: რთული ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრირება – ჩნდება ახალ–ახალი საქმეები, დასასრულებელია მანამდე დაწყებული. ეს გაღიზიანებთ. სულ არ მოგწონთ რამდენიმე საქმეზე ერთდროულად ფიქრი და მათი კეთება. დილით ჭირს კარგი განწყობის შენარჩუნება, მაგრამ თანდათანობით დაგიბრუნდებათ ჩვეული ოპტიმიზმი და სიცოცხლის სიყვარული. საღამო კარგი დროა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.
თხის რქა: ბევრი სასიკეთო და სასარგებლო საქმის გაკეთება შეგიძლიათ თქვენთვისაც და ახლობლებისტვისაც. ინტუიცია გკარნახობთ, როგორ ჯობია მოქმესება, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ. ზოგიერთი თქვენგანი გაიმარჯვებს იმ საქმეში, რომელიც ძალიან რთულად ეჩვენებოდა. ბევრ რამეს სწავლობთ გარშემომყოფებისგან. ეს გამოცდილება მალე გამოგადგებათ. ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებით, მოერიდეთ უყაირათო ხარჯვას. შეყვარებულებს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ.
მერწყული: შეიძლება მოხდეს მოულოდნელი მოვლენები, შემთხვევები, რასაც თქვენი გეგმების არევა შეუძლია. არაა გამორიცხული, რომ საკუთარი საქმეების გადადება მოგიწიოთ იმისთვის, რომ სხვებს დაეხმაროთ. აცნობიერებთ, რომ ამ ყველაფერს ფილოსოფიურად უნდა შეხედოთ, თუმცა ზოგიერთ თქვენგანს მხარდაჭერა არა აქვს – კარგი იქნება, თუ ვინმე გვერდში დაგიდეგბათ ასეთ დროს. შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა, მაგრამ დიდი თანხის დახარჯვას მოერიდეთ.
თევზები: წარმატებული დღეა – ბევრ რამეს ასწრებთ და ზოგჯერ ისე, რომ ძალისხმევის გამოჩენაც არ გიხდებათ. ხანდახან რამდენიმე საქმეს ერთდროულად ეჭიდებით და ეს მოგწონთ – არაფერი გერევათ და გავიწყდებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. ადვილად ეკონტაქტებით იმ ადამიანებსაც, ვინც ძალიან განსხვავდება თქვენგან. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ რამე უჩვეულო, სრულიად ახალი საქმე წამოიწყოთ.