COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 რესპირატორული დაავადება არ არის – მეცნიერთა უახლესი კვლევა

Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსი სისხლძარღვთა დაავადებებს განეკუთვნება და არა რესპირატორულს, აცხადებენ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია Journal Circulation Research-ში.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ქოლესტერინის სამკურნალო პრეპარატი COVID-19-ით დაავადების რისკს 70%-ით ამცირებს – კვლევა
სტატიის ავტორების თქმით, კორონავირუსი პირველ რიგში არტერიულ სისხლძარღვთა სისტემას აზიანებს, კორონავირუსის მომჭიდებელი ცილა უჯრედების მიტოქონდრიებს ანადგურებს, რასაც სისხლძარღვების კედლებისა და ენდოთელიუმის დაზიანება მოჰყვება.

„ჩვენი ვარაუდით, COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში სუნთქვის პრობლემებს წინ უსწრებს ფილტვების სისტემის სისხლძარღვოვანი ქსოვილის ანთება. ამითაც აიხსნება ის ფაქტი, თუ რატომ ემართებათ ინფიცირებულებს ინსულტები და სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული სხვა გართულებები“, — აცხადებენ კალიფორნიის უნივერსიტეტის სწავლულები.

აღინიშნება, რომ დაავადების მძიმე ფორმების დროს არტერიებში ჩნდება თრომბები და სწორედ სისხლის ეს შედედები იწვევს ყველაზე ხშირად ლეტალურ შედეგებს.
შესაბამისად, მეცნიერული კვლევით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდა დასკვნა, რომ COVID-19 არ შეიძლება რესპირატორული დაავადებების — გაციების ან გრიპის გვერდით დადგეს.