რუსეთის პრეზიდენტმა ხუთი გენერალი გადააყენა პოსტებიდან

Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი გენერალი პოსტებიდან გადააყენა, იუწყება რუსული მასმედია.
რუსეთში დაადგინეს, რამდენი რუსი ზის უცხოეთის ციხეებში
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან გადაყენებული არიან: იუსტიციის გენერალი ნატალია აგაფიოვა, პოლიციის გენერალ-მაიორი იური დიომინი, გენერალ-ლეიტენენტი ანდრე პონორცი, გენერალ-მაიორი ვიტალი კრასნოვი და ასევე გენერალ-ლეიტენანტი დმიტრი შარობაროვი.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაუშვა ყარაჩაი-ჩერქეზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, პოლკოვნიკი ალექსანდრ მელნიჩენკო.
როგორც გამოცემა Коммерсантъ-ი წერს, გენერლები თანამდებობებს იმის გამო დაემშვიდობნენ, რომ რამდენიმე წლის წინ თავდებში ჩაუდგნენ კამჩატკის პოლიციის უფროსს, რომლის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა იყო დაწყებული.