მსოფლიო დღეს

„პანიკაში იყვნენ“: ტერაქტის შემდეგ ამერიკელებმა ცეცხლი გახსნეს – თვითმხილველი

ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც აეროპორტის შესასვლელთან მწკრივად იდგნენ, პანიკა დაეწყოთ, ვინაიდან თვითმკვლელს შეეძლო თავი მათგან რამდენიმე მეტრში აეფეთქებინა.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ამერიკელმა სამხედროებმა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტისთანავე ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან ადამიანებს, ვინაიდან მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტის არსებობას ვარაუდობდნენ, იუწყება ტელეარხი RT თვითმხილველებზე დაყრდნობით.

„ამერიკელებს ეგონათ, რომ ბრბოში კიდევ იყვნენ თვითმკვლელი ტერორისტები და ჰაერში კი არ დაიწყეს სროლა, არამედ პირდაპირ ხალხში“, — თქვა ერთ-ერთმა დაშავებულმა.

სხვა თვითმხილველების თქმით, ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც აეროპორტის შესასვლელთან იდგნენ მწკრივად, პანიკა დაეწყოთ, ვინაიდან თვითმკვლელს შეეძლო თავი მათგან რამდენიმე მეტრში აეფეთქებინა.
მსოფლიო დღეს
ქაბულის აეროპორტის სარაკეტო შეტევაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
„ჭყლეტა იყო, ყველა გარბოდა. როგორც ჩანს, ამერიკელები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ შორისაც იყო ვინმე ისეთი, ვინც აფეთქებას მოაწყობდა და ამიტომაც ისროდნენ. აფეთქებას ცოტა ხალხი შეეწირა, ვინაიდან ეპიცენტრი იმ მხარეს იყო, სადაც ამერიკელები იდგნენ. ადამიანები ჭყლეტაში დაიღუპნენ და ასევე იმის გამოც, რომ ამერიკელები ისროდნენ“, — ამბობს თვითმხილველი შაჰ ჯანი.
ქაბულის ერთ-ერთი საავადმყოფოს ქირურგმა ირიბად დაუდასტურა ტელეარხს ეს ვერსია, აღწერა რა პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ხუთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ნამსხვრევებითა და ტყვიით.
ქაბულის აეროპორტთან 26 აგვისტოს ორი აფეთქება მოხდა, რომლებზე პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღო ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. ტერაქტს 13 ამერიკელი სამხედრო და ორასამდე ავღანელი ემსხვერპლა.
მსოფლიო დღეს
შეერთებულმა შტატებმა ქაბულზე სარაკეტო დარტყმის განხორციელება დაადასტურა
29 აგვისტოს ამერიკულმა დრონმა ქაბულში გაანადგურა ავტომობილი, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი გადაჰქონდა. დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
30 აგვისტოს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ქაბულის აეროპორტის მიმართულებით ექვსი რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან ხუთი ამერიკულმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩაიჭირა.