ამ ნიშნების წარმომადგენლებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ, არიან ძლიერი ადამიანები და ვისაც ცხოვრებაში აწყდებიან, გულგრილს თითქმის არავის ტოვებენ.
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, როგორ გამოიყურება ზოდაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნების რეიტინგი.
მეხუთე ადგილი: ქალწული
ქალწულები ბრძენი და იდუმალი ხალხია, რომლებიც თავიანთი შინაგანი სილამაზით ყველას ხიბლავენ. მათი ძლიერი მხარეა ნებისმიერ სიტუაციაში კომპრომისის მოძებნის უნარი. ნებისმიერი კონფლიქტი მათთან სასიამოვნო საუბარში შეიძლება გადაიზარდოს, ხოლო სიძულვილი – სიყვარულში. მოშურნეები მათზე ხშირად ავრცელებენ სხვადასხვა ჭორს, რაც ამ ადამიანებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
ეს ის ადამიანები არიან, რომლებზეც ამბობენ ხოლმე „ამქვეყნიური არააო“. მათ კილომეტრში გამოარჩევთ: იცვამენ სხვანაირად, საუბრობენ განსაკუთრებულად და ასხივებენ საოცარ სიმშვიდეს. ამის წყალობით შედიან კიდეც ყველაზე ქარიზმატული ადამიანები ხუთეულში.
მეოთხე ადგილი: მერწყული
მერწყულები ქარიზმატულიც არიან და მომხიბლავიც, მაგრამ ადამიანები ამ თვისებას მათში ხშირად ცოტა მოგვიანებით, ურთიერთობების დაწყებიდან გარკვეული დროის მერე ამჩნევენ. და ადრე თუ გვიან, ირგვლივ მყოფები აცნობიერებენ, რომ მერწყულები არიან ადამიანები იუმორის შესანიშნავი გრძნობითა და განსაკუთრებული ენერგეტიკით. მათ გვერდით რაღაც განსაკუთრებულისადმი სწრაფვის სურვილი ჩნდება.
მერწყულებს, ბედნიერი თილისმის მსგავსად, ირგვლივ მყოფები სინათლისკენ მიჰყავთ, ეხმარებიან ადამიანებს საკუთარ არსში ჩაწვდომაში, ამოცანებისა და მიზნების დასახვაში, თავდაჯერებულობის მოპოვებაში. ამხნევებენ მათ სხვადასხვა ქათინაურით. მერწყულებისთვის გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს და ეს თავდაჯერებულობა სხვებისთვისაც „გადამდებია“.
მესამე ადგილი: მორიელი
მორიელების შესახებ ცოტამ თუ იცის სიმართლე. ბევრს სურს მათთან დამეგობრება, დაახლოება, მათი უკეთესად გაცნობა. მორიელებს დამატებითი ქულები ეძლევათ მეექვსე გრძნობის – ინტუიციის წყალობით, რომელიც მათში ყველაზე მძლავრია სხვა ნიშნებთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს შორის ხშირად გვხვდებიან ცხოვრებაზე კონსერვატიული შეხედულებების მქონენი, უმცროს თაობებში ეს მათგან დაშორებისა და განცალკევების სურვილს მაინც არ იწვევს. მორიელებს პატივს სცემენ, უყვართ ან ეშინიათ, რადგან იციან, რომ მათ წყენა არ ავიწყდებათ. მათი მეგობრობა – დიდი პატივია.
მეორე ადგილი: ტყუპი
ექსპერტების აზრით, ყველაზე მოლაპარაკე ადამიანები ტყუპები არიან. ერთი საუკეთესო ნიჭი–თვისება აქვთ: შეუძლიათ, ყველაზე უტყვიც კი აალაპარაკონ. მათი იუმორი მსუბუქია, ხოლო ქარიზმა – შეუფასებელი. ბუნებამ ისინი განსაკუთრებული ხიბლით დააჯილდოვა, რაც მათ ნებისმიერ კოლექტივში ლიდერის პოზიციების დაკავებაში ეხმარება.
ტყუპებს უამრავი ნაცნობი ჰყავთ, რომლებსაც მათზე ცუდს ვერაფერს წამოაცდევინებ, რადგან იციან, რომ ჭორებს არავინ დაუჯერებს. ცხოვრება ტყუპის გვერდით მსუბუქი და მშვენიერია, ხოლო იყო მისი მეუღლე ან საუკეთესო მეგობარი – ნამდვილი პატივი და დიდი გამართლება.
პირველი ადგილი: მშვილდოსანი
მშვილდოსნები ბუნებისგან მძლავრი ჰიპნოზური ქარიზმითა და საოცარი მომხიბვლელობით არიან დაჯილდოებული. ეს მათ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ ასაკში წარმატებების მიღწევაში ეხმარება. მათ არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდება. საკმარისია მხოლოდ რამის სურვილი, მიზნის დასახვა.
მშვილდოსნებს ასევე განსაკუთრებული ნიჭი აქვთ – სხვების დარწმუნების უნარი. შეუძლიათ ადამიანებს გააკეთებინონ ის, რაც სჭირდებათ, მათი ნდობის მოპოვებას კი სულ რამდენიმე წამი დასჭირდება. მათ მჭევრმეტყველებას საზღვრები არა აქვს, ხოლო იუმორის იდეალური გრძნობა ირგვლივ მყოფებს მოდუნებასა და სიფხიზლის დაკარგვას აიძულებს.