COVID-19 - ბოლო ცნობები

ლეიბორისტების ლიდერი ხალხის ქუჩაში გამოყვანით იმუქრება

შალვა ნათელაშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას მოითხოვს.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ხალხის რუსთაველის გამზირზე გამოყვანით იმუქრება.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა 14 აგვისტოს შეწყვიტა. აკრძალვა, რომელიც 4 სექტემბრამდე გაგრძელდება, ეხება საქართველოს დიდ ქალაქებს – თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ეპიდემიოლოგი: საქართველო კორონავირუსით სიკვდილიანობის პიკზეა
„ხვალ იკრიბება საკოორდინაციო საბჭო, კატეგორიულად მოვითხოვ და ულტიმატუმს ვუყენებ, გააუქმონ ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა ყველგან. ნუ გამოკეტეთ ხალხი ბინებში და ნუ შეყარეთ პატარა ავტომობილებში, სადაც კოვიდის გავრცელებისთვის ყველა ხელსაყრელი პირობაა. ჯერ არავის გაუგია ავტობუსში და ვაგონში გადადებული კოვიდი... თუ ეს ულტიმატუმი არ შესრულდება, საქალაქო ტრანსპორტი თუ არ გაიხსნება, რუსთაველზე უნდა დავუძახოთ ხალხს“, – განაცხადა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.
„ძალიან მძიმე ორი კვირა გველის“: ივანე ჩხაიძე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე
ბოლო კვირაში საქართველოში კორონავირუსის გართულებებისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ანტირეკორდი 26 აგვისტოს დამყარდა, როდესაც ერთ დღე-ღამეში 79 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა რაოდენობა თანდათანობით მცირდება, მაგრამ მაინც ოთხნიშნა რიცხვებშია გამოხატული. მთავრობას ახალი შეზღუდვების დაწესებისკენ რთულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ უბიძგა.