მსოფლიო დღეს

ქაბულის აეროპორტის სარაკეტო შეტევაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო ორშაბათს, დილით ქაბულის აეროპორტზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმები, იუწყება სააგენტო Reuters-ი.
სააგენტოს ინფორმაციით, ამის თაობაზე თავად „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც დაჯგუფებამ ჯამიდ ქარზაის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ექვსი რაკეტა გაუშვა.
მანამდე CNN-მა ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორშაბათის დილით ქაბულის აეროპორტს რამდენიმე რაკეტა ესროლეს, რომელთაგან ხუთი ამერიკულმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩაიჭირა.
მსოფლიო დღეს
შეერთებულმა შტატებმა ქაბულზე სარაკეტო დარტყმის განხორციელება დაადასტურა
ტელეარხ Al-Jazeera-ს ცნობით, რომელიც „თალიბანში“ არსებულ წყაროს ეყრდნობოდა, ერთი რაკეტა აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.