„ოთარის სიკვდილი“: ქართული ფილმი კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა

ჯილდო Fedeora გადაეცა დრამას ორ ოჯახზე, რომელიც უბედურმა შემთხვევამ გააერთიანა
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო- Sputnik. იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმს „ოთარის სიკვდილი“ ჩეხეთში კარლოვი-ვარის 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გადაეცა ევროპელი კინოკრიტიკოსების ჯილდო Fedeora Award, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (GNFC) იუწყება.
„ჯილდო Fedeora გადაეცემა შესანიშნავად გაკეთებულ დრამას, სადაც წარმოდგენილია მრავალშრიანი თხრობა ორი ოჯახის შესახებ, რომელსაც ერთმანეთთან უბედური შემთხვევა აკავშირებს. ეს საოცარი სრულმეტრაჟიანი ფილმი საქართველოდან ეძღვნება დედა-შვილურ ურთიერთობებს და სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ“, - ნათქვამია ევროპელი და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კინოკრიტიკოსების ფედერაციის (Fedeora) ვებგვერდზე.
ქართულ ფილმებს კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ
კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი კაშკაშა მოვლენაა. ის 20-28 აგვისტოს გაიმართა. ყოველწლიურად ფესტივალზე წარმოდგენილია 200-ზე მეტი ფილმი მთელი მსოფლიოდან, საუკეთესოებს კი ტრადიციულად გადაეცემა მთავარი პრიზი - „ბროლის გლობუსი“.
ქართული ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ სარაევოს დასაპყრობად მიემგზავრება
ეს ფილმი მოგვითხრობს ორი ოჯახის შესახებ, რომელიც უბედური შემთხვევის გამო გადაიკვეთება. 16 წლის ოთარი მანქანით შემთხვევით გაიტანს ადამიანს, რომლის ოჯახი მოითხოვს დიდ ფულს იმისათვის, რომ მოზარდს ციხე აცდეს. ოთარის დედა, რომლის როლს ნუცა კუხიანიძე ასრულებს, გამალებით ცდილობს ფულის შოვნას, რათა შვილი გადაარჩინოს.
ფილმში ადევე მონაწილეობენ ივა ქიმერიძე, დიმიტრი ტატიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი და სხვ. ფილმი „ოთარის სიკვდილი“ - სამი ქვეყნის - საქართველოს, გერმანიისა და ლიეტუვას კოპროდუქციაა. რეჟისორი სოსო ბლიაძე ასევე ფილმის სცენარისტი გახდა.