COVID-19 - ბოლო ცნობები

ბათუმში კოვიდინფიცირებული დედა-შვილი გარდაიცვალა

მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა დედა-შვილის გადარჩენა ვერ მოახერხეს. არსებული ინფორმაციით არცერთი მათგანი აცრილი არ იყო.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსით ბათუმში დედა-შვილი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა კლინიკა ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკა BAU-ში მოხდა.
კორონავირუსით ინფიცირებული დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს მოათავსეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად 54 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა, დღეს კი ლეტალურად დასრულდა მისი 31 წლის შვილის სიცოცხლეც.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით 13 ორსული გარდაიცვალა
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორივე მათგანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ, მკურნალობის ეტაპზე საჭირო გახდა ორივე ინფიცირებულის ინტუბირება. მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი დედა-შვილი ვაქცინირებული არ იყო.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
28 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში გარდაიცვალა 74 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.175-ს მიაღწია.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.