კომუნიკაციების კომისიამ შვიდი ქართული მედიასაშუალება კანონდამრღვევად ცნო

წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულმა მაუწყებლებმა წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევა კანონდარღვევით გააშუქეს.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კანონდარღვევით გაშუქების გამო რამდენიმე მედიასაშუალებას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებამ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა მაუწყებლებს: საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ტელეკომპანია „იმედი“, ტელეკომპანია „TV პირველი“, „ფორმულა“, „რუსთავი 2“ და „სტუდია მაესტრო“.
ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე: „ქართულმა ოცნებამ“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა
საქმე ეხება 23 აგვისტოს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევას. უწყების ცნობით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას მაუწყებელი ვალდებულია მიუთითოს კვლევის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები.
ოპოზიციის შიდა გამოკითხვა: „ქართული ოცნება“ შესაძლოა არჩევნებში დამარცხდეს
როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, აღნიშნული ვალდებულება შვიდივე მაუწყებლის მხრიდან დაირღვა.
კომისიამ სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად სასამართლოს უკვე წარუდგინა.