თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. თელავი–ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც „Sputnik–საქართველოს“ შსს-ს პრეს-სამსახურში აცნობეს, შემთხვევის დეტალებს არკვევენ.
თვითმხილველების ვერსიით, მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა და მისი მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
გარდაცვლილ მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილში აქვს მიყენებული.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.